ანასტასია ჩხარტიშვილმა ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა - 17-წლამდე გოგონათა შორის, ევროპის რეიტინგის ტოპ-20-ში შევიდა.
ETTU-ს განახლებული რეიტინგის მიხედვით, ჩხარტიშვილი 12 ადგილით დაწინაურდა და მე-20 პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც, ამ ასაკობრივ კატეგორიაში, ჩვენი მაგიდის ჩოგბურთისთვის ახალი რეკორდია.
ანასტასიამ ამ წარმატებას მიაღწია მას შემდეგ, რაც სექტემბერში ბათუმში გამართულ WTT Contender Batumi 2025-ზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის მიხედვით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი მაგიდის ჩოგბურთელი ასეთ მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირზე (17-წლამდე ასაკში) საპრიზო ადგილზე გავიდა.