UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა, ჯასტინ გეიჯიმ, ილია თოფურიასთან შესაძლო საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა.
„შემდეგ ბრძოლაში ილია თოფურიასთან ვგეგმავ დაპირისპირებას. იმედი მქონდა, რომ ეს იანვარში მოხდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ასე არ იქნება. მთავარი შეკითხვაა - როდის მოუნდება ილიას ოქტაგონზე დაბრუნება? მე არ ვიცი, ამაზე მხოლოდ მისი გუნდი თუ გიპასუხებთ.
თუ ჩვენი ბრძოლა თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჩაინიშნა, ეს იქნება მოვლენების საუკეთესო განვითარება. ის პოპულარული ჩემპიონია, მე კი - ამერიკელი.
ბრძოლაზე უარი არასდროს არ მითქვამს, UFC არასდროს არ დამიღალატებია. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ამ ბრძოლას მივიღებ." - აღნიშნა გეიჯიმ.
უკანასკნელი ბრძოლა გეიჯიმ (26-5) მარტში გამართა, როცა რაფაელ ფიზიევი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
პრესაში ინფორმაციები იყოფა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება თოფურიას შემდეგი მეტოქე - ზოგი გეიჯიზე წერს, სხვები კი ამბობენ, რომ ილია პადი პიმბლეტს შეხვდება.