ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"კიდევ ერთხელ ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას. და არა იღბლით, არამედ მძიმე შრომითა და იმ მსხვერპლით, რომელსაც ვერავინ ხედავს.
თოფურიების გუნდი სამუდამოდ." - წერს ქართველი ჩემპიონი და თავის ძმასთან, ალექსანდრესთან ერთად ფოტოებს აქვეყნებს.
ალექსანდრე თოფურია თავის მომდევნო ბრძოლას 22 ნოემბერს, დოჰაში გამართავს.
ქართველის მეტოქე სუპერმსუბუქი დივიზიონის დაპირისპირებაში ყაზახი ბეკზატ ალმახანი იქნება.