ეროვნული ლიგის ახალი, 2026 წლის სეზონი 28 თებერვალს დაიწყება - გახსნით შეხვედრაში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999 ითამაშებს.
იბერიელები, რომელთაც საქართველოს ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მესამედ მოიგეს, ეროვნული ლიგის დებიუტანტ ტყიბულის მეშახტეს დაუპირისპირდებიან.
ცნობისთვის, მეშახტეს გარდა, უმაღლეს დივიზიონში ასევე ისტორიაში პირველად ითამაშებს სპაერი, კიდევ ერთი დაწინაურებული გუნდი კი რუსთავია, რომელიც მთავარ ლიგაში 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
რაც შეეხება ეროვნული ლიგა 2-ს, სეზონის გახსნითი მატჩები 1-ელ მარტს გაიმართება.