ფიფას მიერ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაანონსებული ჩემპიონთა ბეჭდები საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
გამარჯვებული გუნდის წევრები თასისა და მედლების გარდა მიიღებენ სპეციალურ, ნომრიან ბეჭდებს, ეს აქამდე უპრეცედენტო მოვლენაა ფეხბურთის ისტორიაში.
კრიტიკოსები ამ ნაბიჯს ფეხბურთის არასაჭირო ამერიკანიზაციად აფასებენ და თვლიან, რომ მსოფლიო ჩემპიონატს, თავისი საკულტო თასით, დამატებითი სიმბოლოები არ სჭირდება.
ისინი ასევე მიუთითებენ კომერციულ მხარეზე, რადგან FIFA გეგმავს ბეჭდების ნაწილის გულშემატკივრებისთვის მიყიდვას, რაც ბევრს მარკეტინგულ ხრიკად ეჩვენება.
მეორე მხრივ, მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ეს ბეჭდები ფეხბურთელებისთვის კიდევ ერთი ლამაზი სამახსოვრო ნივთია, რომელსაც ისინი მთელი ცხოვრება შეინახავენ.
ამ მოსაზრებას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელებს თავადაც მოსწონთ მსგავსი ატრიბუტები, რისი დასტურიც 2018 წელს პოლ პოგბას მიერ საფრანგეთის ნაკრებისთვის საკუთარი ინიციატივით შეკვეთილი ბეჭდებია.