მსოფლიო თასის ფინალის წინ, ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ და ლეო მესის ყოფილმა თანაგუნდელმა, ანდრეს ინიესტამ ნიუ-იორკში El Partidazo de COPE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 39 წლის არგენტინელის სრულად ნეიტრალიზება ფანტასტიკის სფეროა.
შეგახსენებთ, რომ ინიესტას კარიერის განმავლობაში მესისთან ერთად 488 მატჩი აქვს ჩატარებული, იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს.
„მისი სრულად გაჩერება შეუძლებელია. აქ მთავარია ის, თუ რამდენად შეძლებს ესპანეთი საკუთარი თამაშით არგენტინისთვის ზიანის მიყენებას, მომენტების შექმნასა და მათ რეალიზებას“, - აღნიშნა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გმირმა.
ინიესტამ, რომელიც მადრიდის რეალისა და ბარსელონას ამჟამინდელი ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ ფურია როხას კარგად იცნობს, ფეხბურთელებს მოუწოდა, მუნდიალის ფინალში ყოველგვარი შიშის გარეშე გავიდნენ:
შიშით არასდროს უნდა ითამაშო. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მოედანზე ან რა პოზიციაზე, ამ გუნდს აქვს განცდა, რომ ყველაფერს აკონტროლებს. ჩემთვის სულერთია, ვინ გაიტანს გოლს, მთავარია, მოედანი ჩემპიონების რანგში დავტოვოთ