• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო - კვარას ევროპული სეზონის შეჯამება
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო - კვარას ევროპული სეზონის შეჯამება

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

შაბათს, 30 მაისს, პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში არსენალი დაამარცხა და გათამაშების გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. ხვიჩა კვარაცხელიამ თავის საოცარ ჩემპიონთალიგურ სეზონს ფინალში მოპოვებული თერთმეტმეტრიანიც შემატა და როგორც მოსალოდნელი იყო სეზონის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. დღევანდელ ბლოგში კვარასა და პარიზელთა ფეიერულ სეზონს შევაჯამებთ.


პარიზულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგა 55-წლიანი არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგო - პსჟ მადრიდის რეალის შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელიც გათამაშების ტრიუმფატორი ზედიზედ მეორედ გახდა. უსმან დემბელე კი გულშემატკივრებს პირდება რომ მადრიდელების შედეგის სრულად გამეორებას მომავალ წელს შეეცდებიან:


ჩვენ შემდეგ წელს მესამეს მოსაგებად დავბრუნდებით


უსმანმა ფინალში ხვიჩას მოპოვებული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია, რაც ამ სეზონში ქართველის მე-17 საგოლე მოქმედება გახლდათ - მაგალითად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია, ტრანსფერმარკეტი საგოლე გადაცემებში მოპოვებულ პენალტებსაც თვლის და არც თუ ისე უსამართლოდ. 



ტრანსფერმარკეტმა ფინალის შემდეგ სატრანსფერო ფასებიც განაახლა. პარიზელთაგან მატება ხუთ ფეხბურთელს შეეხო, ზაირ-ემერის ფასი 20 მილიონი ევროთი გაიზარდა, ვიტინიასი, ჟოაო ნევეშისა და დეზირე დუეს კი 30 მილიონით. წლის ყველაზე დიდი “აფგრეიდი” რა თქმა უნდა ქართველმა ვინგერმა დაიმსახურა - კვარაცხელიას ფასი 50 მილიონი ევროთი გაიზარდა და 140 მილიონი ევრო შეადგინა. ტრანსფერმარკეტის მონაცემებით ხვიჩაზე ძვირი მხოლოდ ლამინ იამალი, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე (სამივე 200 მლნ.), პედრი, ოლისე და ვინი ჯუნიორი (სამივე 150 მლნ.) ღირს. ეს ტრანსფერმარკეტის ისტორიაში მეოთხე ყველაზე დიდი ფასის მატებაა, სალაჰის, მესისა და მბაპეს შემდეგ - ეგვიპტელის ფასი 2018 წლის მაისში 70 მილიონით გაიზარდა, არგენტინელის 2017 წლის დეკემბერში 60-ით, ხოლო ფრანგის 2017 წლის ოქტომბერში 55-ით.


“პარიზის ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშები” - ტრანსფერმარკეტის ფოტო სოციალურ ქსელში.


ტრანსფერმარკეტის მონაცემებით 17, ხოლო ოფიციალური მონაცემებით 16 საგოლე მოქმედებით ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი, ჰარი კეინთან და კილიან მბაპესთან ერთად გახდა. 7 გოლი, 3 ასისტი და 3 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო პლეი-ოფში. გოლი მონაკოსთან შუალედურ ეტაპზე, 3 გოლი და ასისტი ჩელსისთან მერვედფინალში, გოლი და ასისტი ლივერპულთან მეოთხედფინალში, 2 გოლი და ასისტი ბაიერნთან ნახევარფინალში, ფინალში მოპოვებული თერთმეტმეტრიანი და სეზონის საუკეთესო ასისტენტი - ამ ყველაფრის ფონზე ხვიჩამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე დაისაკუთრა. 


"ხვიჩა კვარაცხელია - სეზონის საუკეთესო მოთამაშე 2025/26"  ფოტო - ჩემპიონთა ლიგა


კვარა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს და საუკეთესო ახალგაზრდადაც - ქართველმა ეს უკანასკნელი 2022/23 წლების სეზონში, ნეაპოლური კამპანიის შემდეგ მოიპოვა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს, ეს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის უდავოდ ყველაზე დიდი მიღწევაა - ხვიჩა ისეთი ფეხბურთელების სიას შეუერთდა, როგორებიც არიან ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ზინედინ ზიდანი, კაკა და სხვები. ბოლო წლებში იგივე ჯილდო კარიმ ბენზემამ, როდრიმ, ვინი ჯუნიორმა და უსმან დემბელემ მოიგეს, ოთხიდან ორ შემთხვევაში, ბენზემასა და დემბელეს წელი ოქროს ბურთით დასრულდა.



პარიზელთა დომინაცია არც სეზონის სიმბოლურ თერთმეტეულში გაჰკვირვებია ვინმეს - უეფას გუნდში კვარასთან ერთად პსჟ-ს კიდევ 4 ფეხბურთელი მოხვდა. მეტიც, ფანების უმრავლესობის აზრით, სიმბოლურში ადგილს სენ-ჟერმენის მარჯვენა მცველი, აშრაფ ჰაკიმიც იმსახურებდა. მაროკოელს კვარასთან და ოლისესთან ერთად ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა უგროვდებოდა - 6.


“სეზონის გუნდი”.  ფოტო - ჩემპიონთა ლიგა.


ფლეი-ოფში დაგროვებული 10 საგოლე მოქმედებით (7 გოლი, 3 ასისტი) ხვიჩა ლიონელ მესის (2011/12), კრიშტიანუ რონალდუსა (2013/14) და რობერტ ლევანდოვსკის (2019/20)  შედეგებს გაუთანაბრდა. ქართველის ციფრებზე წინ მხოლოდ კრიშტიანუს 2016/17 და კარიმ ბენზემას 2021/22 სეზონებია - პლეი-ოფში ორივე ფეხბურთელმა 11-11 საგოლე მოქმედებას მოუყარეს თავი.


ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. რთული სეზონი გვქონდა, მაგრამ ყველას ვანახეთ რაც შეგვიძლია და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოვიგეთ

ხვიჩა კვარაცხელია ფინალის შემდეგ.


ხვიჩა ძალიან ახლოს იყო გამხდარიყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელიც გოლს ზედიზედ ორ ფინალში გაიტანდა. ქართველს ამაში ხელი მაილს ლუის-სკელიმ შეუშალა - ვილიამ სალიბას თავზე გადატარებული ბურთისა და შესანიშნავი რეიდის შემდეგ, კვარაცხელიას დარტყმა ინგლისელმა დაბლოკა, რის შემდეგაც ბურთი დავიდ რაიას კარის ძელს მოხვდა. 



უეფამ სეზონის 10 საუკეთესო გოლიც გამოარჩია - ლიგის ფაზის ეტაპზე, კვარაცხელიას ატალანტას კარში გატანილი გოლი სეზონის მეოთხე საუკეთესო გოლად დასახელდა. ათეულში კიდევ ერთი პარიზელის, ვიტინიას გოლიც მოხვდა, რომელიც პორტუგალიელმა ჩელსის გაუტანა. რა თქმა უნდა, ფედე ვალვერდეს სიტის კარში გატანილმა მესამე გოლმა პირველობა არავის დაუთმო.


პარიზში დაბრუნებულ გუნდს ჯერ ეიფელთან მოუწყვეს ზღაპრული დახვედრა, შემდეგ კი საშინაო არენაზე - პარკ დე ფრენსზე შეკრებილი 50 000-მდე გულშემატკივრის წინ კვარა მგზავრებისა და ტაჰას კომპოზიციის ფონზე წარადგინეს:


ფეხბურთმა ვარსკვლავად აქცია. საქართველოა მისი ქვეყანა - პარიზი კი მისი სახლი გახდა. ჩვენი ნომერი 7 - ხვიჩა კვარაცხელია 





ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ჩემპიონთა ლიგა
პსჟ
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

10 საუკეთესო ინდივიდუალური სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

10 საუკეთესო ინდივიდუალური სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი კრიტიკოსებს პასუხობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესი კრიტიკოსებს პასუხობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა ჟესტით დაუჭირეს მხარი ფანებმა გაბრიელს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა ჟესტით დაუჭირეს მხარი ფანებმა გაბრიელს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეროვნული ნაკრების შეკრებას ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეროვნული ნაკრების შეკრებას ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 სთ წინ

10 საუკეთესო ინდივიდუალური სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე

News image

19 სთ წინ

პერესი კრიტიკოსებს პასუხობს

News image

19 სთ წინ

რა ჟესტით დაუჭირეს მხარი ფანებმა გაბრიელს?

News image

8 სთ წინ

ეროვნული ნაკრების შეკრებას ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება