მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა რუბენ ამორიმის გათავისუფლებაზე ისაუბრა და აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
მანჩესტერ იუნაიტედმა მთავარი მწვრთნელის წასვლა ორშაბათს ოფიციალურად დაადასტურა. ამ ეტაპზე გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და 20 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვს.
„ნებისმიერ დონეზე მწვრთნელის გათავისუფლება ყველას აზიანებს. ეს ნიშნავს, რომ რაღაც არ გამოვიდა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მთელი ამ დროის განმავლობაში წარმატებული არ იყო. განსაკუთრებით რთულია, როცა სეზონის შუაში უშვებ მწვრთნელს — ასეთ დროს მისთვის ადეკვატური შემცვლელის პოვნა ძალიან ძნელია.
გასაკვირია, რომ ეს დღეს მოხდა. არ მიკვირს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ არ მეგონა, ასე სწრაფად თუ მოხდებოდა. ვფიქრობდი, რომ ისინი კიდევ რამდენიმე კვირას გაუძლებდნენ. აშკარაა, რომ შიდა სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ გადაწყვიტეს, ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინათ.
ჩემთვის ეს სიახლე ნამდვილი შოკი იყო." — განაცხადა გარი ნევილმა.