• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ჩრდილოეთ ლონდონის „მფრინავი ჰოლანდიელი“
ფეხბურთიფეხბურთი

ჩრდილოეთ ლონდონის „მფრინავი ჰოლანდიელი“

7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

გაოცება და აღფრთოვანება, ეს ის გრძნობებია, დენის ბერგკამპის ხსენებისას რომ დაგეუფლებათ. ბურთის მისეული ყოველი მარტივი მიღება, ორიოდე შეხებით დიდოსტატურად დამუშავება და ელეგანტური გაგრძელება ან დაბოლოვება, „არამფრინავი მფრინავი ჰოლანდიელისადმი“ უდიდესი პატივისცემის გრძნობით ავსებდა ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს.


უამრავი ქომაგის თვალში, დენის ბერგკამპის ფან-ფავორიტ ფეხბურთელად ქცევა ლონდონის „არსენალსა“ და ინგლისის პრემიერ ლიგას უკავშირდება. მილანის „ინტერში“ მისმა ორწლიანმა, დამღლელმა ასპარეზობამ კი ფეხბურთელის თავდაჯერებულობა შეცვალა.


როდესაც 1995 წლის ივნისში, „მეთოფეების“ თავკაცმა ბრიუს რიოკმა ბერგკამპი პირველად მიიყვანა იზლინგტონში და ფეხბურთელი წარადგინა, ერთი შეხედვით, ეს ნამდვილად არ ჰგავდა დიდი ვარსკვლავის ხმაურიან ტრანსფერს. დავიჯეროთ რეი პარლორის გულწრფელი ნათქვამიც - დენისთან კონტრაქტის  გაფორმებისას არავის გვეგონა, რომ ის ყველაფერს შეცვლიდაო...



საინტერესოა, რომ თანაგუნდელების მსგავსად ბრიუს რიოკსაც, ამ მოღუშულ შოტლანდიელს, რომელმაც „არსენალის“ მენეჯერის თანამდებობაზე ჯორჯ გრემი შეცვალა, ბერგკამპზე არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა, თანაც მისი გუნდის ტაქტიკა ნიდერლანდელის ძლიერ მხარეებს აშკარად ეწინააღმდეგებოდა. ლონდონელ ქომაგთა უმეტესობისთვის დენის ბერგკამპი უვარგისი ფუფუნება იყო იმ მაღალკონკურენტიან და დაუნდობელ ჩემპიონატში, როგორიც პრემიერ ლიგაა. 


პირველ სეზონში დენის ბერგკამპმა სამივე შიდა ტურნირზე ერთად 41 შეხვედრა გამართა და 16 გოლი მიითვალა (11 ჩემპიონატში, 5 ლიგის თასზე). რიოკმა ჩრდილო ლონდონი დატოვა, მეხუთეადგილოსანი „არსენალი“ კი ფრანგმა არსენ ვენგერმა ჩაიბარა.


„წითელ-თეთრების“ ახალმა თავკაცმა ბერგკამპი სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა და თავდასხმაში იან რაიტს შეუწყვილა. „არსენალმა“ პრემიერ ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა, ხსენებულმა ტანდემმა კი ჯამში 35 გოლი გაიტანა: ინგლისელმა 23, ნიდერლანდელმა 12.


საჩემპიონო, 1997-98 წლების სეზონი დენის ბერგკამპის ლონდონურ კარიერაში საუკეთესოა. ვირტუოზმა დაჩმენმა სეზონი 22 გოლით დაასრულა, რითიც კლუბის საუკეთესო მეგოლე გახდა, გუნდთან ერთად კი ინგლისურ დუბლს შეწვდა - „არსენალმა“ ასოციაციის თასის ფინალში კენი დალგლიშის „ნიუკასლ იუნაიტედი“ მარკ ოვერმარსისა და ნიკოლა ანელკას გოლებით 2:0 დაამარცხა.


ბერგკამპის დიდების საათზე საუბრისას აუცილებლად გასახსენებელია „ლესტერ სიტის“ კარში შესრულებული ჰეთ-თრიქი. მარტინ ო’ნილის დამოძღვრილმა გუნდმა, რომლის უხეშ ფეხბურთელებთან ჯახი არავის ეხატებოდა გულზე, ე.წ. ქამბექით კინაღამ გააქარწყლა ბერგკამპის ნიჭიერება ხსენებულ მატჩში, მაგრამ „ფილბერტ სტრიტზე“ შეკრებილმა პუბლიკამ, 3:3 დასრულებულ ბრძოლაში, ნამდვილი „მფრინავი ჰოლანდიელი“ იხილა. კეისი კელერის კარში ოსტატურად შესრულებული განსაკუთრებული სილამაზის მქონე გოლი კი დენის ბერგკამპის ლონდონური კარიერის ტოპ-5 გოლში პირველ ადგილს იკავებს.



„მელიებმა“ ბერგკამპის მასტერკლასი მომდევნო სეზონშიც იხილეს, როდესაც ქერათმიანმა მობურთალმა ჰეთ-თრიქი (შესაძლოა პოკერიც!) ამჯერად საგოლე გადაცემებით შეასრულა.



წლების მატებასთან ერთად „არსენალის“ ნიდერლანდელი ათიანი ლეგენდად იქცა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა „მეთოფეთა“ ისტორიის ფურცლებზე. დენის ბერგკამპი სტადიონ „ეშბარტონ გროუვის“ (იგივე Emirates Stadium) წინ აღმართული ძეგლითაც უკვდავყვეს.



დენის ბერგკამპზე, მისი კარიერის გამორჩეულ მომენტებსა და გოლებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, რომელიც დღესაც იგივე შეგრძნებებს იწვევს, როგორიც პირველი ნახვისას ჰქონდა ყველას. იქნება ეს მისი იოჰან კრუიფის წყალობით 17 წლის ასაკში შემდგარი დებიუტი „აიაქსის“ მაისურით, 1992 წლის ევროზე გაბრწყინება, 90-იანებში მოგებული ევროთასები, UEFA-ს თასის საუკეთესო ბომბარდირობა, ნატიფი პასები და დახვეწილი ტექნიკა, „ნიუკასლის“ კარში წარმოუდგენელი გოლის გატანა თუ მუნდიალის უპრინციპულეს შეხვედრაში არგენტინელი რობერტო აიალას „მაწონზე გაშვება“, დენის ბერგკამპი ხომ არავის ჰგავდა, ის ხომ მოედანზე გამორჩეული, ორიგინალური და განსაცვიფრებლად დიადი ვირტუოზი იყო.


კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ბერგკამპი
არსენალი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

VIDEO: 10-კაციანმა ჩელსიმ არსენალთან დერბიში ქულა მოიპოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: 10-კაციანმა ჩელსიმ არსენალთან დერბიში ქულა მოიპოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტა: "უბრალოდ ფენომენალურია ის, რაც დღეს მერინომ გააკეთა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტა: "უბრალოდ ფენომენალურია ის, რაც დღეს მერინომ გააკეთა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გვარდიოლა: "ვხედავთ, რომ არსენალი მატჩიდან მატჩამდე ძლიერდება"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გვარდიოლა: "ვხედავთ, რომ არსენალი მატჩიდან მატჩამდე ძლიერდება"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მორიგი მშრალი მატჩი - არსენალმა ცხრილში 5-ქულიანი უპირატესობა აღიდგინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მორიგი მშრალი მატჩი - არსენალმა ცხრილში 5-ქულიანი უპირატესობა აღიდგინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

30 ნოე, 2025

VIDEO: 10-კაციანმა ჩელსიმ არსენალთან დერბიში ქულა მოიპოვა

News image

6 სთ წინ

არტეტა: "უბრალოდ ფენომენალურია ის, რაც დღეს მერინომ გააკეთა"

News image

28 ნოე, 2025

გვარდიოლა: "ვხედავთ, რომ არსენალი მატჩიდან მატჩამდე ძლიერდება"

News image

17 სთ წინ

VIDEO: მორიგი მშრალი მატჩი - არსენალმა ცხრილში 5-ქულიანი უპირატესობა აღიდგინა