ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, სერხიო რამოსი სოციალურ ქსელში ილია თოფურიას მარცხს გამოეხმაურა.
„დღეს გემი უფრო სწრაფად გაცურავს, რადგან ისინი, ვინც უკან გვაჩერებდნენ, აღარ არიან.
ოჰ, ძმაო, ისინი, ვინც შენს მარცხს ზეიმობენ, არც კი იციან, რა ელოდებათ. საწყლები.
მიზნისკენ მტკიცედ გავლილ გზას მოსახვევები აქვს, მაგრამ მიზანი უცვლელი რჩება. მოერგე, აღიდგინე ძალები და განაგრძე სვლა.
შენ წყალი ხარ, მეგობარო! ჩვენ დავბრუნდებით და დავბრუნდებით ისე, როგორც დიდებს შეეფერებათ.
მიყვარხარ, ილია.“ - წერს რამოსი ინსტაგრამზე.
,,თავს არ ვიმართლებ" - თოფურიას პირველი კომენტარი მარცხის შემდეგ