ილია თოფურიას მარცხმა ჯასტინ გეიჯისთან დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
მის შესახებ განცხადებები გააკეთეს ისეთმა ცნობილმა მებრძოლებმა, როგორებიც არიან კონორ მაკგრეგორი, ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი და პედი პიმბლეტი.
თუმცა ამ რთულ მომენტში მას გვერდში დაუდგა ადამიანი, რომელმაც მარცხის შემდეგ ოქტაგონიდან გაიყვანა და მედიისა და საზოგადოების ყურადღებისგანაც დაიცვა - მისი უფროსი ძმა, ალექსანდრე თოფურია.
ალექსანდრე, რომელიც ილიას მთავარი მწვრთნელი და თავადაც UFC-ის მებრძოლია, სოციალურ ქსელში მოკლე, მაგრამ მკაფიო გზავნილით გამოვიდა:
„ვამაყობ ყველაფრით, რასაც აკეთებ და რაც უკვე გააკეთე, ჩემო ძმაო.
გამარჯვებასა თუ გაკვეთილში - ყოველთვის მადლობელი ვართ ღმერთის ყველაფრისთვის.
ახლა კი გასარკვევია, რა ელის თოფურიას მომავალში: პირველ რიგში, როგორ წარიმართება მისი ფიზიკური აღდგენა, განსაკუთრებით შესაძლო თვალბუდის ტრავმის შემდეგ, და შემდეგ, როდის დაბრუნდება ოქტაგონზე.
როგორც UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა უკვე აღნიშნა, არანაირი აჩქარება საჭირო არ არის. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ილიას სრულად გამოჯანმრთელება და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიით დაბრუნებაა.
მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას მარცხს გამოეხმაურა