UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ხამზატ ჩიმაევი, ილია თოფურიას მარცხს გამოეხმაურა.
როგორც იცით, გეიჯისთან თოფურიას მარცხის შემდეგ, სოციალურ ქსელში ქილიკი ისლამ მახაჩევმა და არმან ცარუკიანმა დაიწყეს. სომეხმა მებრძოლმა რაღაც ასეთი დაპოსტა:
„ილია აღარ არის თოფურია"
თუმცა, ცარუკიანის მეგობარი და ასევე ცნობილი მებრძოლი ჩიმაევი სულ სხვა ხასიათის პოსტს აქვეყნებს:
ის, ვინც სხვისი წაგებებით ერთობა, ვერასდროს იხილავს დიდებას ამ სპორტში
ბევრმა ეს ცარუკიანისა და მახაჩევისთვის კბილის გაკვრად მიიღო.