• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
6-თვიანი ბანი თოფურიას - მებრძოლების სამედიცინო დისკვალიფიკაციები
ქართულიქართული
UFCUFC

6-თვიანი ბანი თოფურიას - მებრძოლების სამედიცინო დისკვალიფიკაციები

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

თეთრ სახლში გამართული ისტორიული ტურნირი, UFC Freedom 250, რომელსაც ჯო როგანმა „საბრძოლო ხელოვნებათა ისტორიაში საუკეთესო ღამე“ უწოდა, მებრძოლებისთვის უმძიმესი ფიზიკური მსხვერპლის ფასად დასრულდა.


შვიდივე ორთაბრძოლა ნოკაუტით ან ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა, რის გამოც ათლეტთა დიდ ნაწილს კომისიამ ხანგრძლივი სამედიცინო დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

ყველაზე მძიმე დარტყმა ილია თოფურიამ და ალექს პერეირამ მიიღეს. 


მატადორმა კარიერაში პირველი მარცხი ტექნიკური ნოკაუტით განიცადა. მას ორბიტალური ძვლის ორმაგი მოტეხილობა აღენიშნება. საბედნიეროდ, ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდა, თუმცა კომისიამ მას მაქსიმალური, 180-დღიანი ბანი გამოუწერა. ოქტაგონზე ვადაზე ადრე დასაბრუნებლად მას ყბა-სახის ქირურგის ოფიციალური ნებართვა დასჭირდება.


პერეირას დებიუტი მძიმე წონაში სირილ განთან მარცხით დასრულდა. პერეირაც ანალოგიურად 180 დღით არის დისკვალიფიცირებული. შეზღუდვის მოსახსნელად მან ყბა-სახის კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა გაიაროს, რომელმაც რაიმე სახის სერიოზული დაზიანება უნდა გამორიცხოს.

კალიფორნიის ათლეტური კომისიის (CSAC) ხელმძღვანელმა ენდი ფოსტერმა ტურნირის სამედიცინო ბანების სრული სია გაასაჯაროვა. მაქსიმალური, 6-თვიანი დისკვალიფიკაცია კიდევ რამდენიმე ვარსკვლავურ მებრძოლს შეეხო:

ჯასტინ გეიჯი: 180 დღე (ან სანამ მარჯვენა მაჯისა და მარცხენა მუხლის MRT-ს პასუხი არ იქნება სუფთა) + 45 დღე სავალდებულო დასვენება.
სტივ გარსია: 180 დღე (ან სანამ მარცხენა ხელის რენტგენი არ გამორიცხავს მოტეხილობას) + 60 დღე ნოკაუტის შემდგომი დასვენება.
აიმან ზაჰაბი: 180 დღე (ან ყბა-სახის ტომოგრაფიის უარყოფით პასუხამდე) + 45 დღე დასვენება.
დერიკ ლუისი და მაიკლ ჩენდლერი: 45 დღე სავალდებულო დასვენება მიღებული ტექნიკური ნოკაუტების გამო.
დიეგო ლოპესი: 30 დღე (ან სანამ ექიმი მარცხენა თვალის მდგომარეობას არ დაადასტურებს).
სირილ განი და შონ ო'მალი: 8 დღე, სტანდარტული სავალდებულო დასვენება (ორივემ გამარჯვება მოიპოვა). ხაზგასასმელია, რომ ო'მალიმ კულისებში მარცხის შემდეგ პერეირას მიერ წარმოთქმული სიტყვა საჯაროდ შეაქო.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ალექს პერეირა
ილია თოფურია
MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლუისი: "მისი არცერთი ბრძოლა არ მქონდა ნანახი"

•UFC

UFC

ლუისი: "მისი არცერთი ბრძოლა არ მქონდა ნანახი"
•UFC

UFC

ბრძოლა ჩაინიშნა - ვისთან დაიცავს მახაჩევი ტიტულს?

•UFC

UFC

ბრძოლა ჩაინიშნა - ვისთან დაიცავს მახაჩევი ტიტულს?
•UFC

UFC

ცარუკიანმა თოფურიას მარცხის შესახებ 8 საათის შემდეგ შეიტყო

•UFC

UFC

ცარუკიანმა თოფურიას მარცხის შესახებ 8 საათის შემდეგ შეიტყო
•UFC

UFC

ო'მალი პერეირაზე: "ის ნამდვილი ლეგენდაა"

•UFC

UFC

ო'მალი პერეირაზე: "ის ნამდვილი ლეგენდაა"
•UFC

UFC

News image

17 ივნ, 2026

ლუისი: "მისი არცერთი ბრძოლა არ მქონდა ნანახი"

News image

20 სთ წინ

ბრძოლა ჩაინიშნა - ვისთან დაიცავს მახაჩევი ტიტულს?

News image

3 სთ წინ

ცარუკიანმა თოფურიას მარცხის შესახებ 8 საათის შემდეგ შეიტყო

News image

3 სთ წინ

ო'მალი პერეირაზე: "ის ნამდვილი ლეგენდაა"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება