UFC Freedom 250-ზე ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას საჩემპიონო ბრძოლას მსუბუქი წონის მთავარი პრეტენდენტი, არმან ცარუკიანი, მოულოდნელი მიზეზის გამო პირდაპირ ეთერში ვერ ადევნებდა თვალს.
მიუხედავად იმისა, რომ თეთრ სახლში გამართულ ამ მეგა-ბრძოლაში მისი მომავალი პოტენციური მეტოქის ვინაობა წყდებოდა, სომეხი მებრძოლი 8 საათის განმავლობაში სრულ საინფორმაციო ბლოკადაში აღმოჩნდა.
ცარუკიანი მისურის შტატში იმყოფებოდა, სადაც თავისუფალ ჭიდაობაში ტონი ფერგიუსონი დაამარცხა, უკან გამოფრენისას კი თვითმფრინავში ინტერნეტი საერთოდ არ იყო.
არიელ ჰელვანის შოუში სტუმრობისას არმანმა აღიარა, რომ მთელი ფრენის განმავლობაში ნერვიულობდა და გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, თუ რა ხდებოდა ოქტაგონზე. მხოლოდ დაფრენის შემდეგ, მეგობრისგან შეიტყო, რომ ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურია ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონის უპირობო ჩემპიონი გახდა.
ცარუკიანმა აღნიშნა, რომ ამ შედეგით ძალიან გაკვირვებული, თუმცა ბედნიერი დარჩა. ახლა, როდესაც გეიჯიმ ქამარი მოიპოვა, ცარუკიანი UFC-სგან კატეგორიულად მოითხოვს საჩემპიონო ბრძოლას და აცხადებს, რომ მომდევნო რიგში სწორედ ის არის.