კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში ილია თოფურია დაიცვა და კრივის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავს მწვავედ უპასუხა.
ლეგენდარულმა ტერენს კროუფორდმა თოფურიას მას შემდეგ დასცინა, რაც მან თეთრი სახლის ეზოში გამართულ მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლაში ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დამარცხდა.
მანამდე ქართველმა განაცხადა, რომ ნებისმიერი წამყვანი მოკრივის, მათ შორის დაუმარცხებელი „ბადის“ (კროუფორდის) დამარცხება შეეძლო.
მას შემდეგ, რაც კროუფორდმა სოციალურ ქსელში თოფურიას მარცხი დაცინვის საგნად აქცია, ყოფილ ჩემპიონს მოულოდნელად კონორ მაკგრეგორმა დაუჭირა მხარი.
ირლანდიელი იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ მოკრივე MMA-ის მებრძოლს დასცინოდა.
კონორ მაკგრეგორი ილია თოფურიას ტერენს კროუფორდთან დაპირისპირებაში გამოექომაგა
ილია თოფურიას მარცხის შემდეგ, სხვადასხვა საბრძოლო სპორტის წარმომადგენლები მის კრიტიკას არ ერიდებოდნენ. არმან ცარუკიანი, ჯეიკ პოლი და სხვები შექებას ნამდვილად არ იმეტებდნენ ორგზის ჩემპიონისთვის.
თუმცა თოფურიას ყველაზე ხმამაღლა კრივის ლეგენდამ ტერენს კროუფორდმა დასცინა. ყოფილმა მსოფლიოს საუკეთესო pound-for-pound მოკრივემ, რომელმაც კარიერა გასულ წელს დაასრულა, X-ზე დაწერა:
ეს ის ბიჭია, რომელიც ამბობდა, რომ მე ნოკაუტით დამამარცხებდა და ერთდროულად მეც და შაკურსაც მოგვიგებდა?
ამ პოსტმა, როგორც ჩანს, კონორ მაკგრეგორი გააღიზიანა და ტერენსს X-ზე უპასუხა:
„რას ლაპარაკობ საერთოდ? ჭიდაობა შეგიძლია, მაგრამ MMA-ის ბრძოლას გაურბიხარ. ჩემთვის ეს სამარცხვინოა.
ბიჭი MMA-ის ბრძოლაში დამარცხდა, ისეთ სპორტში, რომელშიც შენ გამოსვლის გამბედაობაც არ გაქვს.
რა ხდებოდა საერთოდ, ამ ღონისძიებაზე ამდენი პატარა მოკრივე რომ იყო და MMA-ის არც ერთი მებრძოლი? #ესბიჭებიკაცებიარარიან“