• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
პასუხი კროუფორდს - მაკრეგორმა თოფურია დაიცვა
სხვა სპორტისხვა სპორტი
UFCUFC

პასუხი კროუფორდს - მაკრეგორმა თოფურია დაიცვა

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში ილია თოფურია დაიცვა და კრივის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავს მწვავედ უპასუხა.


ლეგენდარულმა ტერენს კროუფორდმა თოფურიას მას შემდეგ დასცინა, რაც მან თეთრი სახლის ეზოში გამართულ მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლაში ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დამარცხდა.


მანამდე ქართველმა განაცხადა, რომ ნებისმიერი წამყვანი მოკრივის, მათ შორის დაუმარცხებელი „ბადის“ (კროუფორდის) დამარცხება შეეძლო.


მას შემდეგ, რაც კროუფორდმა სოციალურ ქსელში თოფურიას მარცხი დაცინვის საგნად აქცია, ყოფილ ჩემპიონს მოულოდნელად კონორ მაკგრეგორმა დაუჭირა მხარი.


ირლანდიელი იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ მოკრივე MMA-ის მებრძოლს დასცინოდა.


კონორ მაკგრეგორი ილია თოფურიას ტერენს კროუფორდთან დაპირისპირებაში გამოექომაგა


ილია თოფურიას მარცხის შემდეგ, სხვადასხვა საბრძოლო სპორტის წარმომადგენლები მის კრიტიკას არ ერიდებოდნენ. არმან ცარუკიანი, ჯეიკ პოლი და სხვები შექებას ნამდვილად არ იმეტებდნენ ორგზის ჩემპიონისთვის.


თუმცა თოფურიას ყველაზე ხმამაღლა კრივის ლეგენდამ ტერენს კროუფორდმა დასცინა. ყოფილმა მსოფლიოს საუკეთესო pound-for-pound მოკრივემ, რომელმაც კარიერა გასულ წელს დაასრულა, X-ზე დაწერა:


ეს ის ბიჭია, რომელიც ამბობდა, რომ მე ნოკაუტით დამამარცხებდა და ერთდროულად მეც და შაკურსაც მოგვიგებდა?


ამ პოსტმა, როგორც ჩანს, კონორ მაკგრეგორი გააღიზიანა და ტერენსს X-ზე უპასუხა:


„რას ლაპარაკობ საერთოდ? ჭიდაობა შეგიძლია, მაგრამ MMA-ის ბრძოლას გაურბიხარ. ჩემთვის ეს სამარცხვინოა.


ბიჭი MMA-ის ბრძოლაში დამარცხდა, ისეთ სპორტში, რომელშიც შენ გამოსვლის გამბედაობაც არ გაქვს.


რა ხდებოდა საერთოდ, ამ ღონისძიებაზე ამდენი პატარა მოკრივე რომ იყო და MMA-ის არც ერთი მებრძოლი? #ესბიჭებიკაცებიარარიან“

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

კონორ მაკგრეგორი
ილია თოფურია
MMA

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ორმაგი ტრიუმფი ვაშინგტონში: მაურისიო რუფის ნიშნობა ოქტაგონზე

•UFC

UFC

ორმაგი ტრიუმფი ვაშინგტონში: მაურისიო რუფის ნიშნობა ოქტაგონზე
•UFC

UFC

მახაჩევმა თოფურიას დასცინა

•ქართული

ქართული

მახაჩევმა თოფურიას დასცინა
•ქართული

ქართული

ჩიმაევის მხარდაჭერა ილია თოფურიას

•ქართული

ქართული

ჩიმაევის მხარდაჭერა ილია თოფურიას
•ქართული

ქართული

მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას მარცხს გამოეხმაურა

•ქართული

ქართული

მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
•ქართული

ქართული

News image

4 სთ წინ

ორმაგი ტრიუმფი ვაშინგტონში: მაურისიო რუფის ნიშნობა ოქტაგონზე

News image

1 სთ წინ

მახაჩევმა თოფურიას დასცინა

News image

1 სთ წინ

ჩიმაევის მხარდაჭერა ილია თოფურიას

News image

1 სთ წინ

მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას მარცხს გამოეხმაურა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება