ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველი კომენტარი გაავრცელა.
„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი… და ასეც მოხდა.
პირველ რაუნდში მარჯვენა თვალიდან წამართვი მხედველობა, ხოლო მეორე რაუნდის ბოლოს - მარცხენიდანაც.
თავს არ ვიმართლებ. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. რინგზე მაქსიმალურად მზად გამოვედი, მაგრამ გუშინდელი ღამე შენი იყო.
ასეთია ამ თამაშის ბუნება, დიდება და ტკივილი ერთმანეთის გვერდიგვერდ.
გამოვჯანმრთელდები. დავისვენებ. და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და გაცილებით უფრო საშიში.
და დამიჯერე… ჩვენი ისტორია ჯერ შორსაა დასასრულისგან.
ჩვენ აუცილებლად გვექნება რემატჩი.“ - წერს ქართველი ინსტაგრამზე.
,,კარგი ამბები ვაშინგტონიდან" - ინფორმაცია თოფურიას მდგომარეობაზე