ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ჟურნალისტებთან ლამინ იამალის შესახებ ისაუბრა.
"ბრიუგესთან გამოჩნდა, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია და მისმა მწვრთნელმაც თქვა, რომ ფეხბურთის სათამაშოდ მზადაა. ის იბრუნებს იმ საფეხბურთო დონეს, რაც ყოველთვის ჰქონდა და ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ ნაკრებში იყოს.
რაც შეეხება ელ კლასიკოს, ამ ყველაფერზე პირველი გამახსენდა ის კადრი, როცა დანი კარვახალმა ხორვატიასთან გოლი გაიტანა და ლამინი მას ეხუტებოდა. ჩვენ აქ დიდი ოჯახი გვაქვს და არანაირი პრობლემა არ არსებობს", - განაცხადა დე ლა ფუენტემ.
ლამინ იამალი ნაკრებში სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ დაბრუნდა, ოქტომბერში მას ტრავმა ჰქონდა.
სხვა მხრივ, ფურია როხას ნოემბრის შეხვედრებში პედრი, დანი კარვახალი, რობინ ლე ნორმანი და ნიკო უილიამსი არ ეყოლება.
დე ლა ფუენტეს გუნდი 15 ნოემბერს თბილისში ითამაშებს, 18-ში კი თურქეთს სევილიის ლა კარტუხას სტადიონზე მიიღებს.