მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგი ისტორიული დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალურ შეხვედრას გამართავს. მეტოქე მრისხანე ესპანეთი იქნება.
ფურცელზე დახედვით ყველაფერი გასაგებია, ეს არათანაბარი წყვილია, თუმცა ესპანეთს ფავორიტის სტატუსი ტყუილად არ მოუპოვებია. ეს ხომ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში მოიგო, თანაც ერთი მოქმედ ჩემპიონ იტალიასთან. გუნდს ასევე ჯერ გოლი არ გაუშვია და გასახსენებელია საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებიც, სადაც ჯერ თბილისში დაამარცხა ესპანეთმა საქართველო 1-7, შემდეგ კი სახლში სძლია 3-1.
"ევროზე ადვილი მეტოქეები არ არსებობენ, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ კარგად ვითამაშოთ." - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ესპანეთს ზემოთ აღნიშნულ მეორე თამაშში გაუტანა. "ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ" - სამგზის ევროპის ჩემპიონებმა ამ სიტყვებს ყურადღება უნდა მიაქციონ. ვილი სანიოლის დებიუტანტებმა გერმანიაში უკვე სენსაცია გამოიწვიეს, არა მარტო პორტუგალიის დამარცხებით და პლეიოფში გასვლით, არამედ იმითაც, რომ ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი სწორედ ქართველი გიორგი მიქაუტაძე გახდა, ქართველებს კი ამ თავგადასავლის დასრულება არ სურთ.
სავარაუდო შემადგენლობები:
ესპანეთი: უნაი სიმონი; კარვახალი, ლე ნორმანი, ნაჩო, კუკურელია; პედრი, როდრი, ფაბიან რუისი; იამალი, მორატა, ვილიამსი.
დისკვალიფიკაციის საფრთხე: კარვახალი, ლე ნორმანი, ვივიანი.
საქართველო: მამარდაშვილი; კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი, წიტაიშვილი; ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
დისკვალიფიკაცია: მექვაბიშვილი.
დისკვალიფიკაციის საფრთხე: გველესიანი, კაშია, ქოჩორაშვილი, კვერკველია.
რა თქვეს მწვრთნელებმა?
ლუის დე ლა ფუენტე: "ჩვენ მეტოქის მიმართ დიდი პატივისცემა გვაქვს, რომელსაც ბრწყინვალე ტურნირი აქვს და პორტუგალიასთან საოცრად ითამაშა. საქართველოს პერფორმანსის დონე იზრდება. ჩვენ კი ის უნდა გავაკეთოთ, რის გაკეთებასაც ყოველთვის ვცდილობთ - ვიყოთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია."
ვილი სანიოლი: "მხოლოდ დაცვაში თამაშს არ ვაპირებთ, გვინდა რომ პორტუგალიის მსგავსად ესპანეთსაც და მთელს ევროპას ვაჩვენოთ რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ ძლიერები, არამედ ბურთთან თამაშშიც. ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩემთვის საქართველო უკვე გამარჯვებულია და მოუთმენლად ველით კიდევ ერთ მატჩს ამ ტურნირზე და საქართველოს ჰიმნის კიდევ ერთხელ აჟღერებას"
სანიოლი: "საქართველო უკვე გამარჯვებულია"
საქართველო - ესპანეთის მერვედფინალური მატჩის მთავარი არბიტრი ცნობილია
ესპანეთისა და საქართველოს ისტორიული მატჩი 23:00-ზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ. შეხვედრა კიოლნში გაიმართება. ჩვენი გუნდი თეთრი ფორმით ითამაშებს.
წარმატებები ჩვენებს ევროზე!
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
3 საათის წინ
4 წუთის წინ
3 საათის წინ