უეფამ საქართველო - ესპანეთის ევრო 2024-ს მერვედფინალურ მატჩზე ფრანგი არბიტრი დანიშნა.
30 ივნისს 23:00 საათზე გასამართ შეხვედრას ფრანსუა ლეტესიე გაუძღვება.
ევრო 2024-ზე მან ორ შეხვედრაზე იმუშავა (ხორვატია 2:2 ალბანეთი და დანია 0:0 სერბეთი). ორივე მატჩში მან 4-4 ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს.
საქართველოს მატჩზე მას მხოლოდ ერთხელ აქვს ნამუშევარი - 2018/19 სეზონში ის ევრო 2020-ს საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშს, საქართველო 0:0 დანიას გაუძღვა და იმ მატჩში ორი ფეხბურთელი გააფრთხილა.