დინამო ბათუმი ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ქართულ კლუბში განაგრძობს.
,,ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, კლუბის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:
„ძალიან ბედნიერი ვარ დინამო ბათუმში გადმოსვლით. ეს არის დიდი ტრადიციებისა და ამბიციების მქონე კლუბი, სადაც თამაში ყოველთვის სასიამოვნოა.
საქართველოში დაბრუნება და ასეთი გამორჩეული გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობა ჩემთვის ორმაგი მოტივაციაა.
მზად ვარ, ჩემი გამოცდილება გუნდის წარმატებას მოვახმარო და ერთგული ქომაგები ლამაზი თამაშითა და გამარჯვებებით გავახარო.“
წლების განმავლობაში ლევანი შემდეგ კლუბებში ასპარეზობდა: დინამო თბილისი, თურქული კონიასპორი, ბელგიური ლუვენი და ტუბიცე, სამხრეთ კორეული დაეჯეონ სითიზენი, ბერძნული პანეტოლიკოსი და ოფი.
სწორედ კრეტული გუნდში თამაშობდა შენგელია დინამო ბათუმში გადასვლამდე, სადაც გასულ სეზონში საბერძნეთის თასის გამარჯვებული გახდა, ახლა კი 7-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.
ლევან შენგელია საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილი წევრია. ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით მას არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა.
ფეხბურთელი უკვე შეუერთდა გუნდს და დინამოსთან ერთად სრულფასოვან საწვრთნელ პროცესშია ჩართული." - წერია ბათუმური კლუბის განცხადებაში.