გიორგი მიქაუტაძეს და ბარსელონას მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს შორის არანაირი სატელეფონო საუბარი არ შემდგარა.
Geo Team-ის ინფორმაციით, ქართველ თავდამსხმელთან კატალონიური კლუბის არცერთ წარმომადგენელს არ უსაუბრია.
წყაროს ცნობით, არც ბარსელონას მიუმართავს არანაირი წინადადებით ვილიარეალისთვის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე.
ვილიარეალი ფინანსურად სტაბილურ სიტუაციაშია და გუნდის გეგმებში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე რომელიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვა არ შედის.
გიორგი ახალ სეზონს მძლავრად იწყებს. წინასასეზონო მატჩებში ქართველმა პსვ-სა და გალათასარაის გაუტანა.
ვილიარეალის ახალი მთავარი მწვრთნელი მიქაუტაძეს ესაუბრა და უთხრა, რომ მას შემადგენლობაში ერთ-ერთ მთავარ ფეხბურთელად განიხილავს.
VIDEO: სატრანსფერო ამბების ფონზე - მიქაუტაძემ თურქულ გრანდთან გამოიჩინა თავი