ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავის, ლამინ იამალის შეყვარებულისთვის გასული კვირა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
ინეს გარსიამ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ისედაც მუდმივად ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრშია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამომწერებში დიდი შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, ამჯერად საქმე არა ფეხბურთელთან ურთიერთობას, არამედ მის პირად ჯანმრთელობას ეხებოდა.
ინფლუენსერმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე განმარტა, რომ ბოლო პერიოდში წარმოქმნილი პრობლემების მიზეზის დასადგენად არაერთი სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა. როგორც გარსიამ გამომწერებს გაუზიარა, ის თირკმელებისა და შარდის ბუშტის მორეციდივე ინფექციებს ებრძვის. ექიმების გადაწყვეტილებით, აღნიშნული დიაგნოზი მკაცრ მეთვალყურეობასა და სამთვიან უწყვეტ სამედიცინო მკურნალობას მოითხოვს.
ინესისა და ლამინ იამალის ურთიერთობა გასაჯაროების დღიდან მუდმივი სპეკულაციების სამიზნეა, დაწყებული ორსულობის შესახებ გავრცელებული ყალბი ინფორმაციით და დასრულებული დაშორების შესახებ აგორებული ჭორებით. საკუთარი დიაგნოზის ღიად გასაჯაროებით ინეს გარსიამ თავიდან აირიდა მორიგი უსაფუძვლო თეორიები, ახლა კი სრულად შეუძლია, რომ კონცენტრაცია მხოლოდ გამოჯანმრთელებაზე მოახდინოს.