პსჟ-მ ბარსელონას აცნობა, რომ ფერან ტორესთან შეთანხმებას მიაღწია.
ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარიზელებმა კატალონიელებს ოფიციალურად შეატყობინეს, რომ ფორვარდთან კონტრაქტის პირობები სიტყვიერად უკვე შეათანხმეს.
გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებმა ესპანეთის ჩემპიონები გააფრთხილეს, რომ მალე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლის ავტორზე ოფიციალურ შეთავაზებას გააგზავნიან.
უახლოეს დღეებში მოლაპარაკებების გააქტიურებაა მოსალოდნელი.
ბარსელონა მზადაა ტორესი პსჟ-ში გაუშვას, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი კლუბიდან წასვლის სურვილს პირადად გამოთქვამს.