კატალონიურმა ბარსელონამ დაადასტურა, რომ ჰანსი ფლიკის გეგმებში ახალგაზრდა შემტევი რუნი ბარდღჯი აღარ შედის.
სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა, რომ ფეხბურთელი უდინეზესთან ამხანაგური მატჩისთვის გუნდს არ გაჰყვება, რადგან მისი კლუბიდან წასვლის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
ბარდღჯი ბარსელონას ან იჯარის წესით დატოვებს, ან სრული ტრანსფერით გაიყიდება, სადაც კატალონიელები უკან გამოსყიდვის უფლებას აუცილებლად ჩადებენ.
გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი გუნდში არსებული დიდი კონკურენციაა. ბარსელონამ უკვე დაიმატა ენტონი გორდონი და კარიმ ადეიემი. ამასთან, კლუბი როდრის გადაბირებას უახლოვდება და ახალი ცენტრფორვარდის დამატებასაც გეგმავს, რის გამოც რამდენიმე მოთამაშის გაყიდვა აუცილებელი გახდა.