სევილიასა და ბარსელონას დაძაბული მატჩის პირველ ტაიმში, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, გიორგი ქოჩორაშვილსა და ბარსას ახალგაზრდა ვარსკვლავ ლამინ იამალს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ბარსას ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ადგილობრივი გულშემატკივრების სტვენის ობიექტი იყო, პირველი ტაიმის მიწურულს ტრიბუნების მიმართულებით პროვოკაციული ჟესტი გააკეთა. მან ორივე ხელით გულშემატკივრებს მიიწვევდა და მოუწოდებდა, რომ უფრო ხმამაღლა ესტვინათ და ეყვირათ.
სევილიელი ფეხბურთელები მაშინვე მივიდნენ მასთან. მათ შორის იყვნენ გიორგი ქოჩორაშვილი და კაპიტანი სუასო, რომლებიც ცდილობდნენ, ესპანელი ტალანტი შეეჩერებინათ და იგი დაეწყნარებინათ, სანამ საქმე დიდ ჩხუბამდე მივიდოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ამ ინციდენტზე ღიად ისაუბრა:
ლამინ იამალი დიდებული ფეხბურთელია. მე მისი ჟესტი არ მომეწონა და ამის შესახებ ვუთხარი. ჩემს გარდა, მას შენიშვნა არბიტრმაც მისცა. რაც შეეხება მატჩს, ჩემი გუნდით ვამაყობ. ვიბრძოლეთ, მაგრამ დღეს ჩვენს წინააღმდეგ ძალიან ძლიერი გუნდი თამაშობდა. მეორე ტაიმში უფრო გაგვიჭირდა, მაგრამ თავი არ დაგვიზოგავს.
გიორგი ქოჩორაშვილი სევილიას ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და ბარსელონას წინააღმდეგ საკმაოდ შთამბეჭდავი და აქტიური შეხვედრა ჩაატარა.