შაბათს ესპანეთის ჩემპიონატში ბარსელონამ რამონ სანჩეს პისხუანზე სევილია 3:1 დაამარცხა.
მიუხედავად გამარჯვებისა, რომელშიც მთავარი როლი რაფინიამ თავისი ჰეთ-თრიკით შეასრულა, ესპანელმა ნახევარმცველმა როდრიმ გუნდის თამაში გააკრიტიკა.
როდრიმ თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ ბურთის კონტროლისას მეტი სიმშვიდე გამოიჩინონ. მისი თქმით, პირველ ტაიმში გუნდმა ბურთი გაუმართლებლად ბევრჯერ დაკარგა და უპირატესობის შენარჩუნება გაუჭირდა.
ზოგჯერ ბურთთან უფრო მშვიდად უნდა ვიყოთ. ეს მატჩი მეტ სიმშვიდესა და კონტროლირებად პასებს ითხოვდა. ვფიქრობ, ამ შეხვედრამ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩაგვიტარა. თუ ერთი და იმავე შეცდომას უშვებ, რატომ უნდა გაიმეორო ისევ?
საუბრის ბოლოს ესპანელმა ნახევარმცველმა მანჩესტერ სიტიში მუშაობის პერიოდი და პეპ გვარდიოლას მთავარი ფილოსოფია გაიხსენა:
პეპ გვარდიოლა ყოველთვის მეუბნებოდა, არ არსებობს იმაზე უკეთესი სისტემა, ვიდრე ბურთის საკუთარ გუნდში დატოვებაა.
როდრის შესანიშნავი თამაშის წყალობით, ბარსელონამ შეხვედრის სადავეების დაბრუნება და მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება შეძლო.