• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: რაფინიას სრულყოფილი ჰეთ-თრიქი - ქოჩორას სევილიამ ბარსასთან წააგო
ფეხბურთიფეხბურთი

VIDEO: რაფინიას სრულყოფილი ჰეთ-თრიქი - ქოჩორას სევილიამ ბარსასთან წააგო

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

რაფინია ბოლო 11 წლის განმავლობაში ბარსელონას პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში „სრულყოფილი ჰეთ-თრიქი“ შეასრულა.


ბრაზილიელის სამმა გოლმა და ლამინ იამალის ორმა საგოლე გადაცემამ კატალონიელებს რამონ სანჩეს პისხუანზე სევილიასთან მატჩის შემოტრიალებასა და 3:1 გამარჯვებაში დაეხმარა.


სანტანდერის რასინგთამ შთამბეჭდავ 7:2 გამარჯვებაში სამ გოლში მონაწილეობის შემდეგ, თავდაჯერებული იამალი მატჩის დასაწყისშივე ძალიან ახლოს იყო ანგარიშის გახსნასთან, თუმცა მისი შორეული დარტყმა ძელს მოხვდა.


დაახლოებით 10 წუთის შემდეგ სევილიამ აჩვენა, რატომ ითვლებოდა ეს შეხვედრა მიმდინარე სეზონში ბარსელონასთვის ყველაზე სერიოზულ გამოცდად.


ფელიქს კორეიას ჩაწოდების შემდეგ იუსუფ ფოფანამ ახლო ძელთან თავით ძლიერად დაარტყა და ლა ლიგაში სადებიუტო მატჩის ჩამტარებელ დომინიკ ლივაკოვიჩს შანსი არ დაუტოვა.


მასპინძლების გულშემატკივრები ფოფანას სევილიას მაისურით პირველ გოლს ჯერ კიდევ ზეიმობდნენ, თუმცა გასული სეზონის მსგავსად ბარსელონასთან შინ 4:1 გამარჯვების იმედი მალევე გაუქრათ, ანგარიში რაფინიამ გაათანაბრა.


ბრაზილიელი ამ სეზონში ცენტრალური თავდამსხმელის ახალ როლში შესანიშნავად გამოიყურება. მან ანდრეას კრისტენსენის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ჭკვიანური მოძრაობით მცველების ზურგს უკან შეაღწია, ბურთი მარჯვენა ფეხზე გადაიტანა და მეკარეს მშვიდად გაუტანა.


ამ გოლით რაფინიამ ლა ლიგის მხოლოდ 7 შეხვედრაში უკვე 10-გოლიან ნიშნულს მიაღწია.


პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარი იამალმა განსაკუთრებული მოტივაციით დაიწყო, სევილიას გულშემატკივრები მას პირველ ტაიმში გაფუჭებული მომენტის გამო დასცინოდნენ.


საბოლოოდ, 19 წლის ფეხბურთელს ბოლო სიტყვა დარჩა და ჰანსი ფლიკის გუნდის დაწინაურებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.


იამალმა ჰაერიდან ბურთი შესანიშნავად მიიღო, სევილიას ორი მცველის ზეწოლას თავი დააღწია და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც რაფინიამ თავური დარტყმით თავისი მეორე გოლი გაიტანა.


სულ რამდენიმე წუთში ბარსელონას კაპიტანი ჰეთ-თრიქთან ძალიან ახლოს იყო, კუთხურიდან პირდაპირ კარში ჩაახვია, თუმცა ბურთი შორეულ ძელს მოხვდა.


70-ე წუთამდე ცოტა ხნით ადრე რაფინიამ ზედიზედ მეორე მატჩში ჰეთ-თრიქი მაინც შეასრულა. იამალის იდეალურად გათვლილი გამჭოლი გადაცემის შემდეგ ბრაზილიელმა მარცხენა ფეხით ბურთი წინ გამოსულ ოდისეას ვლახოდიმოსს თავზე ოსტატურად გადაუგდო.


29 წლის ფეხბურთელის მიერ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გატანილმა მე-14 გოლმა ბარსელონას ლა ლიგაში ზედიზედ მე-7 გამარჯვება გაუფორმა.


კატალონიელებმა ასევე მარტივად აიცილეს თავიდან სევილიასთან სტუმრად ზედიზედ მე-2 მარცხი, რაც ბოლოს 2007 წელს დაემართათ.


გამარჯვების შედეგად ბარსელონამ სატურნირო ცხრილის სათავეში უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა.


რაც შეეხება სევილიას, მათთვის მცირე ნუგეში ის არის, რომ ბილბაოში დღეს დაფიქსირებული ფრის შედეგად გუნდი სანაკრებო პაუზას სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილზე აუცილებლად შეხვდება.


მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც მოედანზე 68 წუთი გაატარა, რომელმაც Sofascore-სგან 6.7 შეფასება დაიმსახურა.


             

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბარსელონა
გიორგი ქოჩორაშვილი
რაფინია
სევილია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

შეძლებს თუ არა სევილია ბარსელონას შეჩერებას? - ექსპერტების პროგნოზი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეძლებს თუ არა სევილია ბარსელონას შეჩერებას? - ექსპერტების პროგნოზი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალმა დაასახელა ორი გუნდი, რომელთანაც ბარსელონას ყველაზე მეტად უჭირს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალმა დაასახელა ორი გუნდი, რომელთანაც ბარსელონას ყველაზე მეტად უჭირს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვისი კონტრაქტების გახანგრძლივება დააანონსა დეკუმ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვისი კონტრაქტების გახანგრძლივება დააანონსა დეკუმ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

100-მილიონიანი შეთავაზება და ატლეტიკოს უარი - ლაპორტამ დუმილი დაარღვია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

100-მილიონიანი შეთავაზება და ატლეტიკოს უარი - ლაპორტამ დუმილი დაარღვია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

18 სექ, 2026

შეძლებს თუ არა სევილია ბარსელონას შეჩერებას? - ექსპერტების პროგნოზი

News image

18 სექ, 2026

იამალმა დაასახელა ორი გუნდი, რომელთანაც ბარსელონას ყველაზე მეტად უჭირს

News image

7 სთ წინ

ვისი კონტრაქტების გახანგრძლივება დააანონსა დეკუმ?

News image

6 სთ წინ

100-მილიონიანი შეთავაზება და ატლეტიკოს უარი - ლაპორტამ დუმილი დაარღვია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება