ჩავი ერნანდესი ბარსელონას ნამდვილი ლეგენდაა, თუმცა მისი სამწვრთნელო კარიერა კატალონიურ კლუბში საკმაოდ რთული გამოდგა.
წარმატებული სტარტისა და ლა ლიგის მოგების შემდეგ, მისი ბოლო სეზონი მძიმე შედეგებითა და კლუბის პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან კონფლიქტით დასრულდა.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ჩავის მწვრთნელობის პერიოდში გულშემატკივრებს აწუხებდათ, ლეო მესის შესაძლო დაბრუნება იყო. ახლახან ერთ-ერთ YouTube პოდკასტზე სტუმრობისას, ჩავიმ ამ თემაზე სკანდალური დეტალები გაამჟღავნა და განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, არგენტინელს ბარსელონაში დაბრუნება ძალიან სურდა.
ჩვენ 4 თვის განმავლობაში მუდმივ კონტაქტზე ვიყავით. მესის ბარსელონაში დაბრუნება ძალიან უნდოდა და მე ამას 100%-ით ვუჭერდი მხარს. ლეოს დიდი იმედი ჰქონდა და მთელი სამწვრთნელო შტაბი მას დიდი მოლოდინით ველოდით. თუმცა საბოლოოდ, პრეზიდენტმა ლაპორტამ გადაწყვიტა, რომ მისი გაფორმება აღარ სურდა და ყველაფერი მოულოდნელად გააუქმა
ყოფილი მწვრთნელის თქმით, ეს გადაწყვეტილება მისთვის ძალიან მოულოდნელი და უხერხული იყო, რადგან ლეოსთან უკვე არაერთი საუბარი ჰქონდა გამართული და მისთვის უარის თქმა ძალიან გაუჭირდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს 2021 წლის მოვლენებს, როდესაც ლაპორტას დაპირებების მიუხედავად, მესის კლუბის დატოვება ფინანსური პრობლემების გამო მოუწია.
საბოლოოდ, არგენტინელის გზები ბარსელონას კიდევ ერთხელ დაშორდა და მან კარიერის გაგრძელება ინტერ მაიამიში გადაწყვიტა.