ფერან ტორესი კარიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს.
კატალონიურ და ფრანგულ კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და შეთანხმება უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაფორმდება.
მხარეებს შორის კონტაქტი დეკუსა და ლუის კამპოსს შორის არსებული მეგობრობის ფონზე ფარულად მიმდინარეობდა, საბოლოო ჯამში კი პარიზული კლუბი ბარსელონას დაახლოებით 50 მილიონ ევროს გადაუხდის.
თავად ფეხბურთელმა პსჟ-სთან პირობებზე უკვე მიაღწია შეთანხმებას და წინასწარი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ინიციატორებს სურთ, რომ ოპერაცია უახლოეს დღეებში, კერძოდ ოთხშაბათამდე დაიხუროს, რათა ფერანს ბარსელონას საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნება და სეზონამდელ შეკრებაზე გამოცხადება აღარ დასჭირდეს.
ამ ტრანსფერის მთავარ მიზეზად ბარსელონას მხრიდან ფერანის მიმართ ყურადღების ნაკლებობას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოქმედი კონტრაქტი ძალაში კიდევ ერთი წელი რჩებოდა, კლუბმა მას ხელშეკრულების გახანგრძლივება არ შესთავაზა.
ფერანმა საჯაროდ აღნიშნა, რომ კლუბს უნდა დაემტკიცებინა მისი საჭიროება, რის შემდეგაც ვითარება შეიცვალა და მან პარიზში წასვლა არჩია.