მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ხულიან ალვარესის მომავალზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ კლუბმა არგენტინელი თავდამსხმელის გაყიდვის საკითხზე მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო.
ალვარესს ამ ზაფხულს კლუბის დატოვება სურს და მისი დამატების ფავორიტად ბარსელონა სახელდება, თუმცა მადრიდელები მის შენარჩუნებას პრინციპულად გეგმავენ.
სიტუაცია ძალიან ნათელია. კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიგელ ანხელმა ძალიან კარგად ახსნა. სპორტული თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ხულიანის დონის ფეხბურთელი გვყავს და ყველანაირად დავეხმარებით, რათა მან ზრდა და განვითარება გააგრძელოს
ატლეტიკოს თავკაცმა ალვარესის სიტუაცია ანტუან გრიზმანის შემთხვევას შეადარა:
ჩვენ გავიარეთ პერიოდი გრიზმანთან ერთად, როდესაც მას წასვლა მოუწია, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და მოედანზე თავისი ხარისხის დამტკიცება ხელახლა დასჭირდა. ალვარესთან მიმართებაში სპორტული კუთხით მუშაობის გაგრძელების გარდა სხვა გზას ვერ ვხედავ