ბარსელონამ და მადრიდის რეალმა ოფიციალური განცხადებები გამოაქვეყნეს და ლიონელ მესის მამის, ხორხე მესის, გარდაცვალება მიუსამძიმრეს.
„ბარსელონას პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ კლუბის ყოფილი ფეხბურთელისა და ლეგენდის, ლიონელ მესის მამის, ხორხე მესის გარდაცვალების გამო და ბარსას მთელი ოჯახის სახელით სამძიმარს უცხადებენ მესის ოჯახს.
ბარსელონა მადლობას უხდის ხორხე მესის ჩვენი კლუბისადმი ერთგულებისთვის, იმისთვის, რომ ლეოს საფეხბურთო კარიერის დასაწყისი და მისი ყველაზე დიდებული წლები გვანდო.
მშვიდობით განისვენოს." - წერია ბლაუგრანას სამძმარში.
,,მადრიდის რეალი, მისი პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ლეო მესის მამის, ხორხე მესის გარდაცვალების გამო.
ჩვენი კლუბი სამძიმარს უცხადებს ლეოს, მის ოჯახსა და ყველა მის ახლობელს.
მშვიდობით განისვენოს." - წერია სამეფო კლუბის განცხადებაში.
მესის ოჯახის წევრი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა