გერმანიის ბუნდესლიგის მე-2 ტურის გახსნით ტურში ჰაიდენჰაიმი ოსნაბრიუკს დაუპირისპირდა და უხვგოლიან მატჩში 4-3 დაამარცხა.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც მოედანზე 88 წუთი გაატარა და თავის გამოჩენაც მოახერხა.
შეხვედრაში ანგარიში სწორედ ქართველმა თავდამსხმელმა გახსნა, რომელმაც მეტოქის კარი მე-10 წუთზე აიღო.
ბუდუმ გოლის გატანა მე-16 წუთზეც მოახერხა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩაითვალა და ზივზივაძეს დუბლი არ გამოუვიდა.
გასულ სეზონში ბუნდესლიგიდან გავარდნილმა ჰაიდენჰაიმმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო და უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებას წელსვე შეეცდება.