ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში პარი სენ-ჟერმენისა და ბარსელონას სასტარტო შემადგენლობები ცნობილია.
პირველ ორ მატჩში სათადარიგო სკამზე ყოფნის შემდეგ, ძირითად თერთმეტეულშია ხვიჩა კვარაცხელია.
პსჟ - საფონოვი; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ერნანდესი; ჟოაუ ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი; დუე, დემბელე, კვარაცხელია.
ბარსელონა - ჟოან გარსია; ესპარტი, კუბარსი, ჟერარ მარტინი, ჟოაუ კანსელუ; ბერნალი, პედრი; იამალი, ოლმო, გორდონი; რაფინია.
მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.