შოთა არველაძე მარჯანიშვილის თეატრში გამართულ ღონისძიებას გამოეხმაურა, სადაც პროექტის. Golden Week of Football Tbilisi-ს ფარგლებში, ოქროს ბურთის ნომინანტ ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერი საღამო ჩატარდა.
თბილისში ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერი საღამო გაიმართა
კვარას მადლობა გულშემატკივრებს: "სიამაყით ვივსები, რომ ამ პატარა ქვეყნიდან ვარ"
ლეგენდარულმა ქართველმა თავდამსხმელმა კვარაცხელიას მიღწევებსა და ქართული ფეხბურთის პროგრესზე ისაუბრა:
კვირაზე ნაკლები რჩება და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ოქროს ბურთის დაჯილდოება, მინდა, ხვიჩა კვარაცხელიას მადლობა ვუთხრა იმისთვის, რაც აქამდე გააკეთა. მან არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ჩვენი ქვეყანაც მიიყვანა იმ ნიშნულამდე, რომ დღეს მსჯელობის, კამათისა და ოქროს ბურთის მოგების შანსებზე საუბრის შესაძლებლობა გვაქვს.
თუ გავიაზრებთ კვარას ნახტომს ბოლო წლების განმავლობაში, დავინახავთ, რომ არც წარმომავლობას და არც ჩვენს ოცნებებს არ აქვს საზღვარი, თუ ამ ოცნებების ასახდენად ყველაფერს ზედმიწევნით სწორად გავაკეთებთ. ასეთია ხვიჩაც და დარწმუნებული ვარ, დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად მივა იმ ნანატრ ჯილდომდე, როგორც ეს იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში მოხდა.
არველაძემ აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია. მან ცალკე გადაუხადა მადლობა ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს, ფრანჩესკო ტოტის, რომლის ვიზიტი საქართველოში და კვარაცხელიას მიმართ გამოხატული მხარდაჭერა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.
ტოტი კვარაზე: "ახლა თუ არა, ოქროს ბურთს მომავალში მაინც მოიგებს"