• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
დაჩრდილავს ბერნალი დე იონგს? ბარსელონა ახალგაზრდებს წაახალისებს
ფეხბურთიფეხბურთი

დაჩრდილავს ბერნალი დე იონგს? ბარსელონა ახალგაზრდებს წაახალისებს

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბარსელონა ლა მასიას ორი გამორჩეული აღზრდილისთვის, ჟერარ მარტინისა და მარკ ბერნალისთვის კონტრაქტების გაუმჯობესებას გეგმავს.


Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კლუბს სურს ფეხბურთელების ხელშეკრულებები მათ ახალ სტატუსს შეუსაბამოს, რადგან ორივე მათგანი პირველი გუნდისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მოთამაშემ კონტრაქტები 2025 წელს გაახანგრძლივა, მიმდინარე სეზონში მათმა სწრაფმა პროგრესმა კლუბს გადაწყვეტილება შეაცვლევინა. ჰანსი ფლიკი ახალგაზრდებს სრულად ენდობა და მათი როლი იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე ამას არსებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს.

ჟერარ მარტინის შემთხვევა განსაკუთრებით საინტერესოა. 2025 წლის იანვარში მან ხელშეკრულება 2028 წლამდე გააფორმა, სადაც გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო მიეთითა. მაშინ ის სათადარიგო ვარიანტად განიხილებოდა, თუმცა დღეს მარტინი ძირითადი შემადგენლობის საიმედო წევრად ჩამოყალიბდა.

რაც შეეხება მარკ ბერნალს, მისი წინსვლა კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბარსელონასთან კონტრაქტი 2029 წლამდე 2025 წლის სექტემბერში, მძიმე ტრავმის მიღებიდან მალევე გააფორმა. კლუბმა მას მაშინვე დიდი ნდობა გამოუცხადა და გამოსასყიდი თანხა 500 მილიონ ევრომდე გაზარდა.

თუმცა, ბერნალი ფლიკის ხელში მოედნის ცენტრის შეუცვლელ ფიგურად იქცა. მან ისე კარგად ჩაანაცვლა ტრავმირებული ფრენკი დე იონგი, რომ კატალონიაში უკვე იმაზე მსჯელობენ, მოუწევს თუ არა ნიდერლანდელს სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა ბერნალის ბრწყინვალე ფორმის გამო. სწორედ ამიტომ, ბარსელონა მიიჩნევს, რომ ბერნალის პირობების კიდევ ერთხელ გადახედვა სავსებით სამართლიანია.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბარსელონა
ჰანსი ფლიკი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სეზონის სავარაუდოდ ბოლო ელ კლასიკოს თარიღი ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სეზონის სავარაუდოდ ბოლო ელ კლასიკოს თარიღი ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონამ სასამართლო დავა მოიგო და 3 მილიონი დაზოგა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონამ სასამართლო დავა მოიგო და 3 მილიონი დაზოგა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-ს 350-მილიონიანი შეთავაზება: ლამინ იამალი პარიზელთა სამიზნეა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-ს 350-მილიონიანი შეთავაზება: ლამინ იამალი პარიზელთა სამიზნეა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ პენალტებზე თავად თქვა უარი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ პენალტებზე თავად თქვა უარი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

23 მარ, 2026

სეზონის სავარაუდოდ ბოლო ელ კლასიკოს თარიღი ცნობილია

News image

4 სთ წინ

ბარსელონამ სასამართლო დავა მოიგო და 3 მილიონი დაზოგა

News image

4 სთ წინ

პსჟ-ს 350-მილიონიანი შეთავაზება: ლამინ იამალი პარიზელთა სამიზნეა

News image

3 სთ წინ

ლევანდოვსკიმ პენალტებზე თავად თქვა უარი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება