ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
12 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დიდი ალბათობით, ახალი სეზონიდან მილანს ესპანელი სპეციალისტი ეყოლება.
ფაბრიციო რომანოს და Relevo-ს ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ინფორმაციით, როსონერი ხულენ ლოპეტეგისთან მოლაპარაკებების განვითარებულ ეტაპზე იმყოფება.
რეალის ექს-თავკაცმა მილანი თავის პრიორიტეტად დაისახა, მიუხედავად იმისა, რომ მისით ვესტ ჰემი და სხვა ევროპული კლუბებიც ინტერესდებიან. მხარეებს შორის პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებმა დადებითად ჩაიარა.
უახლოეს პერიოდში მხარეები კონტრაქტის სხვა დეტალებზე დაილაპარაკებენ, თუმცა ამ ეტაპზე ლოპეტეგი მილანში დანიშვნის ფავორიტად მოიაზრება.
კარიერის მანძილზე ლოპეტეგის პორტოში, ესპანეთის ნაკრებში, მადრიდის რეალში, სევილიასა და ვულვერჰემპტონში აქვს ნამუშევარი.
კომენტარები
4 დღის წინ
3 დღის წინ
5 დღის წინ
2 დღის წინ