საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიაში გადის.
რამაზ სვანაძემ იმ 23 ფეხბურთელის განაცხადი დაასახელა, რომლებიც საქართველოს სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წარადგენენ.
შემადგენლობას ტრავმის გამო ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველი - საბა გოგლიჩიძე გამოაკლდა, რომელსაც ლადო ოდიშვილი (თელავი) შეცვლის. - ინფორმაციას ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 11 ივნისს, ევროპის 2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, პირველ მატჩს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.
ევრო 2025 - საქართველოს U21 ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილია