პრემიერ ლიგის 32-ე ტურში, მეთოფეებმა “ემირეითსზე” ბორნმუთს უმასპინძლეს და სენსაციურად, 1-2 დამაცხდნენ. “ეტიჰადზე” გასამართი საჩემპიონო თამაშის წინ ქალაქელები არსენალს 9 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ბოლო წლებში, მიკელ არტეტას არსენალი არაერთხელ იყო ახლოს პრემიერ ლიგის ნანატრ ტიტულთან. ტიტულთან, რომელიც მეთოფეებისთვის აგერ უკვე 22 წელია აკრძალული ხილია. საინტერესოა რომ, იმ სეზონებში, რომლებშიც ასე ახლოს იყო არსენალი პრემიერ ლიგის თასთან, გადამწყვეტი როლი 32-ე და 33-ე ტურებმა ითამაშეს.
2022/23. არსენალმა აპრილში 3 ფრე ითამაშა, აქედან ყველაზე მოულოდნელი, საჩემპიონო მატჩის წინ, ბოლოადგილოსან საუთჰემპტონთან “ემირეითსზე” დაკარგული ქულები იყო. 32-ე ტურის შეხვედრა ფრედ 3-3 დასრულდა და მეთოფეები “ეტიჰატზე” არც თუ ისე კარგი განწყობით ჩავიდნენ. ეს ყველაფერი შედეგშიც აისახა. სიტიმ არსენალი 4-1 გაანადგურა. ტიტულის ბედი ფატქობრივად გადაწყდა.
2023/24. 32-ე ტურში მეთოფეებმა გასვლაზე ბრაიტონი გაანადგურეს და ლიდერობა შეინარჩუნეს. ქალაქელები კი მათ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებოდნენ, არსენალს ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონდა. 33-ტურში მეთოფეებმა უნაი ემერის ასტონ ვილას უმასპინძლეს და 0-2 დამარცხდნენ. რა თქმა უნდა, სიტიმ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და ზედიზედ მეოთხედ აღმართა პრემიერ ლიგის თასი.
ტრადიცია ამ სეზონშიც გრძელდება. ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მყოფი არსენალი, ისევ ვერ ახერხებს სახლში, 32-ე ტურის მოსაგები თამაშის მოგებას. ისევე როგორც 3 წლის წინ, 33-ე ტურში მათ კვლავ მანჩესტერ სიტი ელოდებათ “ეტიჰადზე”.

ქალაქელების გამარჯვების შემთხვევაში კი წინ გიჟური ბოლო ტურები გველის, თავისი გოლების სხვაობების თვლით. ამისთვის კი მანჩესტერ სიტიმ ჩელსი და კრისტალ პალასი უნდა დაამარცხოს.
VIDEO: განგაში არსენალის თავს - 3 წაგება ბოლო 4 მატჩში