ევროპული ფეხბურთის მრავალ ვარსკვლავს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი კარიერის დასაწყისშივე ჰქონდა, მაგრამ არცერთს არ დაუწყია ეს გზა უფრო პატარა ასაკში, ვიდრე მაქს დაუმენს.
არსენალის ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი არსენალის შემადგენლობაში სლავია პრაღას წინააღმდეგ ჩაატარა, მან ლეანდრო ტროსარი შეცვალა, ლონდონელებმა კი 0-3 მოიგეს. 16 წლის იუბილემდე ორი თვით ადრე, ინგლისელი ფეხბურთელი გახდა პირველი 15 წლის მოთამაშე, რომელმაც ამ ტურნირზე ითამაშა.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებს, ყველაზე ახალგაზრდები აიაქსის დუეტი - ნვანკვო კანუ და პატრიკ კლუივერტი იყვნენ. ორივე მათგანი 18 წლის იყო, როცა 1995 წლის ფინალში მილანი დაამარცხეს.
გადავხედოთ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე 6 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელსა და 6 ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონს.
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეები
მაქს დაუმენი - 15 წლის და 308 დღის (სლავია პრაღა 0-3 არსენალი, 2025)
იუსუფა მუკოკო - 16 წლის და 18 დღის (ზენიტი 1-2 დორტმუნდი, 2020)
ლამინ იამალი - 16 წლის და 68 დღის (ბარსელონა 5-0 ანტვერპენი, 2023)
სელესტინ ბაბაიარო - 16 წლის და 86 დღის (სტიაუა 1-1 ანდერლეხტი, 1994)
რაიან შერკი - 16 წლის და 102 დღის (ზენიტი 2-0 ლიონი, 2019)
ალენ ჰალილოვიჩი - 16 წლის და 128 დღის (დინამო ზაგრები 0-2 პსჟ, 2012)
ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულები
ნვანკვო კანუ - 18 წლის და 296 დღის (აიაქსი 1-0 მილანი, 1995)
პატრიკ კლუივერტი - 18 წლის და 327 დღის (აიაქსი 1-0 მილანი, 1995)
იკერ კასილიასი - 19 წლის და 4 დღის (რეალი 3-0 ვალენსია, 2000)
სენი მაიულუ - 19 წლის და 14 დღის (პსჟ 5-0 ინტერი, 2025)
კლარენს ზეედორფი - 19 წლის და 53 დღის (აიაქსი 1-0 მილანი, 1995)
ვარენ ზაირ-ემერი - 19 წლის და 84 დღის (პსჟ 5-0 ინტერი, 2025)