უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მეორე სათამაშო დღეს კიდევ 9 მატჩი გაიმართება.
ადრეულ შეხვედრებში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი პაფოსს ესტუმრება, ჩელსი კი აზერბაიჯანში ყარაბაღს დაუპირისპირდება.
3 ტურის შემდეგ კვიპროსულ პაფოსს 2 ქულა აქვს, მათ ოლიმპიაკოსთან და კაირათთან ითამაშეს ფრე, ვილიარეალი კი იუვენტუსთან მოპოვებული 1 ქულით არის, ესპანელები ტოტენჰემთან და მანჩესტერ სიტისთან დამარცხდნენ.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 1 გოლი აქვს გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც მე-2 ტურში, იუვენტუსთან მატჩში ანგარიში გახსნა.
სავარაუდო შემადგენლობები (uefa.com)
პაფოსი - მიკაელი; ბრუნო, ლუკასენი, დავიდ ლუიზი, პილეასი; სუნიჩი, პეპე; კინა, დრაგომირი, ორშიჩი; დიმატა
ვილიარეალი - ტენასი; მოურინიო, ფოიტი, ვეიგა, კარდონა; პეპე, გეიე, კომესანია, მოლეირო; მორენო, მიქაუტაძე
მოგვიანებით ბარსელონა სტუმრად ბრიუგეს დაუპირისპირდება. კატალონიელებმა პირველ ტურებში ნიუკასლი და ოლიმპიაკოსი დაამარცხეს, პსჟ-სთან კი დამარცხდნენ, ბრიუგეს კი პირველ ტურში მონაკოსთან მოპოვებული 3 ქულა აქვს ანგარიშზე.
სავარაუდო შემადგენლობები (uefa.com)
ბრიუგე - იაკერსი; საბე, ორდონიესი, მეხელი, სეისი; ონიედიკა, სტანკოვიჩი, ვანაკენი; კარლოს ფორბსი, ცოლისი; ტრესოლდი
ბარსელონა - შჩესნი; კუნდე, კუბარსი, ერიკ გარსია, ბალდე; დე იონგი, კასადო, ფერმინ ლოპესი; იამალი, რაშფორდი; ფერან ტორესი
საინტერესო მატჩი გაიმართება ორ დაუმარცხებელ გუნდს შორის. მანჩესტერ სიტი ეტიჰადზე დორტმუდნს მიიღებს. ორივე გუნდს 3 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს, სიტიმ ნაპოლი და ვილიარეალი დაამარცხა, დორტმუნდმა კი ატლეტიკსა და კოპენჰაგენს აჯობა.
ეს შეხვედრა გამორჩეული იმითაცაა, რომ ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება ერლინგ ჰალანდი, რომელიც თავისი მონაგარის გაზრდას შეეცდება.
სავარაუდო შემადგენლობები (uefa.com)
სიტი - დონარუმა; მატეუს ნუნიესი, სტოუნსი, რუბენ დიაში, ო'რაილი; ნიკო გონსალესი, ლუისი, რაინდერსი, ფოდენი, დოკუ; ჰალანდი
დორტმუნდი - კობელი; ანდონი, შლოტერბეკი, ბენსებაინი; რიერსონი, ზაბიცერი, ნმეჩა, სვენსონი; ადეიემი, ბაიერი; გირასი
21:45
პაფოსი - ვილიარეალი
ყარაბაღი - ჩელსი
00:00
აიაქსი - გალათასარაი
ბენფიკა - ლევერკუზენი
ბრიუგე - ბარსელონა
ინტერი - კაირათი
მანჩესტერ სიტი - დორტმუნდი
მარსელი - ატალანტა
ნიუკასლი - ატლეტიკი