ბუნდესლიგის მეორე ტურში შალკესა და მიუნხენის ბაიერნის დაპირისპირება უგოლო ფრით (0:0) დასრულდა, თუმცა მატჩის მთავარი განსახილველი თემა ტრიბუნებზე მომხდარი ინციდენტი გახდა.
შალკეს გულშემატკივრებმა მანუელ ნოიერის მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები (მათ შორის, „ძაღლის შვილი“) არ დაიშურეს.
ნოიერისთვის გელზენკირხენში დაბრუნება ყოველთვის სპეციფიკური და ემოციურია, რადგან მისი საფეხბურთო კარიერა სწორედ შალკეს აკადემიაში დაიწყო. ის კლუბის მთავარ გუნდში 2011 წლამდე, ბაიერნში გადასვლამდე ასპარეზობდა.
მაქს ებერლის პასუხი
ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა გულშემატკივართა საქციელი დაგმო და მათ ნოიერის სტატუსი შეახსენა:
სიამაყის მიზეზი:
ამ შეურაცხყოფის ნაცვლად, ისინი ამაყები უნდა იყვნენ, რომ საკუთარ აკადემიაში ასეთი დიდებული ადამიანი აღზარდეს. მან მსოფლიო ფეხბურთში უდიდესი ნაბიჯები გადადგა, გახდა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე და მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი
პროტესტის ფორმა: „შეგიძლიათ სტვენით გამოხატოთ პროტესტი, რადგან ბაიერნის წინააღმდეგ ხართ განწყობილი, თუმცა მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენება სრულიად ზედმეტი და გაუმართლებელია.“
გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ისტორიაში მანუელ ნოიერი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფიგურაა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასთან ერთად, მას ბავარიული კლუბის შემადგენლობაში უამრავი ტიტული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ორი თასი აქვს მოპოვებული.