გერმანული კლუბის შთამაგონებელი და ჯადოსნური ისტორია
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ბუნდესლიგის ახალი სეზონის სტარტზე ელვერსბერგის შთამაგონებელი და ჯადოსნური ისტორია გულშემატკივრების ყურადღებას იპყრობს.
2021/22 წლების სეზონში ელვერსბერგი მეოთხე დივიზიონის ჩემპიონი გახდა და მესამე დივიზიონში დაწინაურდა.
2022/23 წლების სეზონში გუნდმა მესამე დივიზიონი მოიგო და ისტორიაში პირველად მეორე ბუნდესლიგაში გადავიდა.
2025/26 წლების სეზონში ელვერსბერგმა მეორე ბუნდესლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად გერმანიის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდა.
2026/27 წლების სეზონი კი გერმანულულმა გუნდმა ბუნდესლიგა 2 მატჩში 2 გამარჯვებით დაიწყო: ელვერსბერგმა ჯერ ლევერკუზენის ბაიერი დაამარცხა, შემდეგ კი მიუნხენგლადბახის ბორუსიასთან ეპიკური ქამბექი შეასრულა და გაიმარჯვა.
ელვერსბერგს მანამდე ბუნდესლიგაში არასდროს უთამაშია. კლუბი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს, სადაც სულ რაღაც 13 000 ადამიანი ცხოვრობს. მათი სტადიონი მხოლოდ 10 000 გულშემატკივარს იტევს.
გუნდის შემადგენლობის ღირებულება 55 მილიონ ევროს ოდნავ აღემატება, ხოლო ელვერსბერგი გერმანიის უმაღლესი დივიზიონის ისტორიაში ყველაზე პატარა ქალაქის წარმომადგენელი კლუბია.
მიუხედავად ყველაფრისა, მათ მხოლოდ 4 წელიწადში შეძლეს გერმანული ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონამდე ასვლა და უკვე ბუნდესლიგის სადებიუტო მატჩებში დიდ კლუბებს ამარცხებენ.