• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,დავბრუნდები" - რატომ დათმო UFC-ის ჩემპიონმა ტიტული?
UFCUFC

,,დავბრუნდები" - რატომ დათმო UFC-ის ჩემპიონმა ტიტული?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ტომ ასპინალმა გამოაცხადა, რომ UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონის ტიტულს თმობს.


„თვალებთან დაკავშირებული მიმდინარე გართულებების გამო, ამ ეტაპზე ბრძოლისთვის სამედიცინო ნებართვას ვერ ვიღებ.


რამდენიმე ოპერაცია გადავიტანე, მქონდა სხვადასხვა ინციდენტი და ინფექციები და ყველაფერი გავაკეთე, რაც შესაძლებელი იყო, რათა შეჯიბრებას დავბრუნებოდი.


მანამდე უკვე დავთანხმდი ბრძოლის თარიღს, სპარინგებსაც დავუბრუნდი, თავს შესანიშნავად ვგრძნობდი და საბრძოლველად მზად ვიყავი, როდესაც ერთ-ერთი ინციდენტის შედეგად მარჯვენა თვალი კიდევ უფრო დამიზიანდა.


ეს ნიშნავს, რომ სპორტისგან კიდევ უფრო დიდი ხნით მომიწევს ჩამოშორება და ამ ეტაპზე გაურკვეველია, როდის შევძლებ დაბრუნებას.


ვიცი, რომ არსებობდა კითხვები, რატომ ვიყავი ჩუმად. ყოველთვის UFC-ის რჩევებს მივყვებოდი და რეაბილიტაციაზე ვიყავი კონცენტრირებული, სანამ ყველანაირად ვცდილობდით, ჩემი დაბრუნება შესაძლებელი გამხდარიყო.


ახლა მივიღე გადაწყვეტილება, დავთმო მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული. UFC-ს ვთხოვე, ამ განცხადების გაკეთების საშუალება მოეცა ჩემთვის, რადგან არ მინდა, მძიმე წონის დივიზიონი შევაფერხო.


ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც კარიერა იძულებით გიჩერდება და მინდა, სხვა მებრძოლებს ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა ჰქონდეთ.


UFC და ჰანტერ კემპბელი თითოეული ეტაპის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ და მათ ნახეს ყველა ტესტი, პროცედურა და სამედიცინო ინფორმაცია, რომელიც ჩემს თვალებს ეხებოდა.


სხვადასხვა ექიმთან და სპეციალისტთან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა ჩემი დაბრუნება შესაძლებელი ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს უბრალოდ შეუძლებელია.


სრულიად განადგურებული ვარ. ამ ოცნებას 10 წლის ასაკიდან მივყვები. მე ჯერ არ დამისრულებია.


ტიტულის დათმობა არ ნიშნავს სპორტის ან ჩემი ოცნების მიტოვებას. გავაგრძელებ ყველაფრის გაკეთებას, რათა გამოვჯანმრთელდე, სამედიცინო ნებართვა მივიღო და რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ბრძოლებს.


ამ ყველაფერს განსაკუთრებით ართულებს ის ფაქტი, რომ ბევრი გართულება, რომელსაც ახლა ვებრძვი, იმ აკრძალული დარტყმების შედეგია, რომლებმაც ჩემი კარიერის მიმდინარეობა შეცვალა.


ასეთ მომენტებში მებრძოლები ოფიციალურ პირებზე ვართ დამოკიდებული, მათ წესები უნდა დაიცვან და ჩვენ დაგვიცვან. ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ ამ ყველაფრის შედეგებთან გამკლავება დღემდე მიწევს.


მადლობა ყველას, ვინც ამ აბსოლუტური კოშმარის განმავლობაში მხარს მიჭერდა. როგორც კი სამედიცინო თვალსაზრისით შესაძლებელი იქნება, დავბრუნდები.“ - წერს ასპინალი.


შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა მებრძოლმა თვალის დაზიანება სირილ განთან დაპირისპირებაში მიიღო.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

თოფურიას მენეჯერის მკაცრი განცხადება

•UFC

UFC

თოფურიას მენეჯერის მკაცრი განცხადება
•UFC

UFC

კარიერას ასრულებს? გეიჯი შესაძლოა ოქტაგონზე ვეღარ ვიხილოთ

•UFC

UFC

კარიერას ასრულებს? გეიჯი შესაძლოა ოქტაგონზე ვეღარ ვიხილოთ
•UFC

UFC

იანი - დვალიშვილს: „კარგი დაზღვევა გაიფორმე, ცხვირს ბოლომდე მოგტეხავ"

•ქართული

ქართული

იანი - დვალიშვილს: „კარგი დაზღვევა გაიფორმე, ცხვირს ბოლომდე მოგტეხავ"
•ქართული

ქართული

შიმპანზის და მებრძოლის ორთაბრძოლამ ინტერნეტი ააფეთქა

•UFC

UFC

შიმპანზის და მებრძოლის ორთაბრძოლამ ინტერნეტი ააფეთქა
•UFC

UFC

News image

12 სექ, 2026

თოფურიას მენეჯერის მკაცრი განცხადება

News image

12 სექ, 2026

კარიერას ასრულებს? გეიჯი შესაძლოა ოქტაგონზე ვეღარ ვიხილოთ

News image

12 სექ, 2026

იანი - დვალიშვილს: „კარგი დაზღვევა გაიფორმე, ცხვირს ბოლომდე მოგტეხავ"

News image

13 სექ, 2026

შიმპანზის და მებრძოლის ორთაბრძოლამ ინტერნეტი ააფეთქა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება