კოლ ჯონსონი ინტერნეტში გახმაურებული აფიორითზეიმობს.
24 წლის ამატორმა MMA-ის მებრძოლმა გამოაცხადა, რომ 11 სექტემბერს შიმპანზესთან ორთაბრძოლას გეგმავდა.
ამ განცხადებამ სოციალურ ქსელებში უდიდესი განხილვა გამოიწვია. მეცნიერებიც კი აფრთხილებდნენ, რომ ადამიანისა და შიმპანზეს შეტაკება კატასტროფული შედეგით დასრულდებოდა.
შაბათს ცნობილი გახდა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ტყუილი იყო. ჯონსონმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ პირდაპირ ეთერში მილიონი ადამიანი ელოდა, თუ როგორ დაფლეთდა მას შიმპანზე.
ბიჭებო, ინტერნეტის ისტორიაში უდიდესი ტყუილი ვთქვით. მილიონი ადამიანი შემოვიდა იმის სანახავად, თუ როგორ დამფლეთდა შიმპანზე, ჩვენ კი ყველას აბუჩად აგდება მოვუწყვეთ. ეს ისტორიის წიგნებში ჩაწერეთ, ბიჭებო. მე ინტერნეტის ყველაზე დიდი ტროლი ვარ