UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, პიოტრ იანმა მესამე ორთაბრძოლის წინ მერაბ დვალიშვილს მიმართა.
„მერაბ, ბრძოლამდე კარგი დაზღვევა უნდა გაიფორმო, რადგან მომიწევს, რომ ცხვირი ბოლომდე მოგტეხო“, - განაცხადა იანმა.
რუსი მებრძოლის სიტყვებს გამოცემა UFC Eurasia ავრცელებს.
შეგახსენებთ, 2023 წელს დვალიშვილმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, ხოლო 2025 წელს იანმა რევანში აიღო.
მათი მესამე ორთაბრძოლა 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში, UFC 333-ის ფარგლებში გაიმართება.