ედი ალვარესის მოსაზრებით, თუ UFC-ს ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას საპასუხო ორთაბრძოლის ორგანიზება სურს, მსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა ორგანიზაციას ფინანსურად მაქსიმუმი უნდა მოსთხოვოს, რადგან ამ ჩხუბიდან მისთვის პრაქტიკულად მოსაგები არაფერია.
გეიჯი ამჟამად მიღებული დაზიანებების გამო სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და წლის ბოლომდე დაბრუნებას არ გეგმავს, თუმცა დანა უაითმა უკვე დაადასტურა, რომ თოფურია დაბრუნებისთვის მზადაა.
ალვარესი მიიჩნევს, რომ პირველი დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ გეიჯისთვის ამ რემატჩს სპორტული თვალსაზრისით დიდი დატვირთვა აღარ აქვს:
რა აქვს ჯასტინს მოსაგები? მათ ჯობია 10, 15 ან 20 მილიონი დოლარი მისცენ. ჯასტინი რომ ვიყო, ვიტყოდი: „მჭირდება 15 ან 20 მილიონი დოლარი ამ ტიპთან ჩხუბისთვის. მოსაგები არაფერი აღარ მაქვს“. თუ ფული არ არის, მოსაგები ნული გაქვს. ეს ახლო ჩხუბი არ ყოფილა და ის მწვერვალზეა. თოფურიასთვის აქ ყველაფერი მოსაგებია, ჯასტინისთვის კი არაფერი.
მიუხედავად იმისა, რომ კარიერული ჰონორარის გაზრდა კარგი მოტივაციაა, ალვარესი აღნიშნავს, რომ მის ადგილას რომ ყოფილიყო, თოფურიასთან მეორედ ჩხუბს კარიერის დასრულებას არჩევდა, რადგან ასეთ ბრძოლებს ეგოს გარდა, ღრმა მნიშვნელობაც უნდა ჰქონდეს.