ისრაელ ადესანიას გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი.
ყოფილი ორგზის ჩემპიონის ფიზიკურმა ფორმამ და გამოქვეყნებულმა კადრებმა თაყვანისმცემლებში ვარაუდი გააჩინა, რომ „The Last Stylebender“ წონითი კატეგორიის შეცვლას და ნახევრად მძიმე წონაში (205 ფუნტი) გადასვლას გეგმავს.
ბოლო პერიოდში ადესანიას კარიერაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. მან შეიცვალა სავარჯიშო დარბაზი, თუმცა ზედიზედ დაფიქსირებულმა მარცხებმა მის მომავალზე კითხვის ნიშნები გააჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფანი მის ფიზიკურ ფორმას მძაფრად აკრიტიკებს, მრავალი მიიჩნევს, რომ მუცლის გამოკვეთილი პრესი სწორედ ნახევრად მძიმე წონაში ასვლის მანიშნებელია.
თავად ადესანიას ამ დივიზიონთან შეხება უკვე ჰქონია, როდესაც 2021 წელს იან ბლახოვიჩის წინააღმდეგ იბრძოდა, ახლა კი გულშემატკივრები მის ამ წონაში დაბრუნებას ელოდებიან.