UFC-ის 40 წლის ვეტერანმა და გულშემატკივრების რჩეულმა მებრძოლმა, ბობი გრინმა მოულოდნელი და სკანდალური განცხადება გააკეთა.
ოქტაგონზე ჩატარებული 31 ბრძოლისა და 9 ბონუსის მიუხედავად, ქინგ გრინი ამტკიცებს, რომ ამჟამად უსახლკაროა და ავტომობილში ცხოვრობს.
არნოლდ ბარბოზასთან ერთობლივ სტრიმში საუბრისას, ამერიკელმა მსუბუქწონოსანმა აღნიშნა, რომ შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად, ის რამდენიმე უძრავ ქონებას ფლობს.
შონ სტრიკლენდს ვეუბნებოდი, რომ დაახლოებით ცხრა სახლი მაქვს, მაგრამ ახლა უსახლკარო ვარ. ყველა ჩემს სახლში ჩემი ძმაკაცები ცხოვრობენ, ამიტომ ამ წუთას ჩემს მანქანაში ვცხოვრობ, რაც სრული სიგიჟეა
ჯერჯერობით უცნობია, როგორ ემზადება 40 წლის მებრძოლი მსგავს პირობებში მომდევნო ბრძოლისთვის. გრინს 3 ოქტომბერს, UFC 332-ზე არგენტინელ ესტებან რიბოვიჩსთან დაპირისპირება ელის. ბოლოს მან UFC 329-ზე ტერანს მაკკინის ნოკაუტით სძლია და „საღამოს პერფორმანსის“ ბონუსიც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ გარდა სპორტული კარიერისა, გრინი კალიფორნიაში ჯენტლმენთა კლუბს, სახელწოდებით Club Fantasy, ფლობს.
მიუხედავად იმისა, რომ ბობი კარიერის მიწურულს იმყოფება, ის რიბოვიჩსის დამარცხებას და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მსუბუქი წონის რეიტინგში დაბრუნებას გეგმავს.