UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაადასტურა, რომ ილია თოფურია კარიერაში პირველი მარცხის შემდეგ ოქტაგონზე დასაბრუნებლად მზადაა.
მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამრისა და დაუმარცხებელი სტატუსის დაკარგვის შემდეგ, ელ მატადორმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ტრავმები მოიშუშა და ბრძოლას უბრუნდება.
The Jim Rome Show-ში სტუმრობისას უაითმა აღნიშნა, რომ თოფურიასთან მუდმივ კონტაქტზე არიან და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის, ორგანიზაციაც შესაბამისად მოქმედებს.
ჯერჯერობით ის განრიგში არ გვყავს, მაგრამ მომისმინეთ, თოფურია საბრძოლველად მზადაა და ჩვენც მზად ვართ მისთვის
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ იქნება ქართველი მებრძოლის შემდეგი მეტოქე - ჯასტინ გეიჯი თუ პედი პიმბლეტი, დანა უაითმა უპასუხა:
ორივე ვარიანტი კარგად ჟღერს და ორივე ბრწყინვალეა. ამ ბრძოლებიდან ნებისმიერით მხოლოდ მოვიგებთ. ცხადია, გეიჯისთან რევანში დაუჯერებელი იქნება, პედი პიმბლეტთან ბრძოლა კი უბრალოდ საოცარია იმის გათვალისწინებით, თუ როგორ სძულთ მათ ერთმანეთი
მიუხედავად გულშემატკივრების მოლოდინისა, თავად ჯასტინ გეიჯიმ თოფურიასთან დაუყოვნებელი რევანში გამორიცხა. ივნისში მსუბუქი წონის ქამრების გაერთიანების შემდეგ ამერიკელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ წელს ბრძოლას აღარ აპირებს, რათა ტრავმები მოიშუშოს.
„ნამდვილად არ იქნება რევანში. მე ის ვაიძულე, რომ სკამზე დამჯდარს ბრძოლაზე უარი ეთქვა. 3 რაუნდს 1-ის წინააღმდეგ ვიგებდი, რაც ნებისმიერ შემთხვევაში დომინაციაა. ამ ბიჭზე ცუდის თქმა არ მინდა, ის მსოფლიო ჩემპიონი იყო, მაგრამ ახლა ის საავადმყოფოშია, მე კი არა“, - განაცხადა გეიჯიმ და ხაზი გაუსვა, რომ ქართველმა მებრძოლმა განმეორებითი შანსი ჯერ უნდა დაიმსახუროს.